რენდომ პოსტი


ამასწინათ ვიღაცამ თქვა – “ბლოგინგი ძნელი არაა, ყველას შეუძლია ბლოგერი გახდეს, გარკვეული ცოდნის, დაგროვილი ინფორმაციისა და ინტერნეტის საშუალოდ ცოდნის შემდეგ”. ამ აზრს დავეთანხმები და დავამატებ – მთავარია იყო ობიექტური, წერდე კარგად, იყო სოციალურად აქტიური ტიპი. იცოდე სად მოიძიო საჭირო, დამხმარე მასალა (კერძოდ გუგლის შესახებ გაგონილი გქონდეს). იცოდე ვორდპრესის (ან სხვა ბლოგის პლატფორმა) არსებობის შესახებ და შეძლებ ბლოგინგს, შესაბამისად იქნები ბლოგერი.  ამიტომ, იყო ბლოგერი სულაც არაა პრივილეგირებული სტატუსი. რატომღაც, ფეისბუქის დახვეწის, გაუმჯობესების შემდეგ, ბლოგერების გაზარმაცება შესამჩნევია. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილი ფეისბუქისთვის აქვთ დათმობილი და სიახლეებსაც იქ აქვეყნებენ.

ზუსტადაც, ამ დროისათვის  ფეისბუქია მიზეზი ბლოგზე ჩემი პასიურობისა. ხსენებული სოციალური ქსელი რომ არა, მეტად “ცოცხალი” ბლოგერი ვიქნებოდი, რადგან ყველა სიახლესა თუ კომენტარს რაიმე მოვლენისადმი მეც იქ ვაქვეყნებ. არ გამკვირვებია ფეისბუქის პრივატულ ჯგუფში – Dead bloggers society-ში რომ ვარ. ამ წელს დავიწყე 366 დღის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება, კომენტარად კი სიახლეებს წავაწერ ხოლმე. ძალიან სახალისოა, აზარტულთან ერთად. იმედია მალე არ მივანებებ თავს ამ პროექტს და ვრცელ პოსტს 366 დღის შესახებ დავდებ ბლოგზე.

ადრე დავწერე პოსტი ფეისბუქის ექაუნთი რომ გამიუქმდეს რა დადებითი და უარყოფითი ექნებოდა. ახლა რომ ვწერდე მსგავსი შინაარსის პოსტს, აუცილებლად მხოლოდ გაუქმების დადებით მხარეებზე გავამახვილებდი ყურადღებას. იმის თქმა, რომ ფეისბუქს ძალიან დიდი დრო მიაქვს და ბლა ბლა ბლას აზრი არ აქვს, შენც კარგად იცი. უბრალოდ, ძალიან გაბანალურდა ჩემთვის ზემოთ ნახსენები სოციალური ქსელი, გამოქვეყნებული სიახლეები, ფრენდები, კონკრეტული წრისთვის განკუთვნილი “შუტკები”. გარდა ამისა, უფეისბუქოდას შემიძლია მეგობრების სიახლეების გაგება და საჭირო ინფორმაციის მოძიება.

წესით პოსტი სულ სხვა რამის შესახებ უნდა დამეწერა. ბევრი ნაცნობისგან ან უცნობისგან (რომელთაც ჩემი ნაცნობებისგან, ან ჩემთან დაახლოებული პირებისგან სმენიათ) მსმენია, რომ მე მარჯანიშვილზე ვცხოვრობ, ტატუებს ვაკეთებ, გვარად დოლიძე ვარ და მაქვს ძალიან კარგი სამსახური. რა თქმა უნდა არც ერთი ინფო არაა სწორი. მე არ ვცხოვრობ მარჯანიშვილზე. ვცხოვრობ ერთ-ერთ გარეუბანში, რომლის შესახებაც იდეაში პოსტი იწერება.

ჩემი ბინა, ერთ-ერთ გარეუბანშია, კახეთის გზატკეცილთან. ბავშვობაში მეხამუშებოდა აქ ცხოვრება, მაგრამ ახლა მთავარია მობინადრეთა სურვილები გათვალისწინებულ იქნას მკიდია სად ვიცხოვრებ. ძალიან მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული უბანია, თუმცა:

1. ტრანსპორტის პრობლემა ძალიან მწვავედ მაწუხებს მეც, ჩემს მეგობრებსაც და მათ მშობლებსაც. როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებთან დაკავშირება გვსურს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს წუხილი. იმისათვის რომ დანიშნულების ადგილას მივიდეთ, საჭიროა კახეთის გზატკეცილზე 30 წუთიდან უკეთეს შემთხვევაში 1 საათი დგომა და კახეთიდან მომავალი ტრანსპორტით მგზავრობა. განსაკუთრებით მდედრობითი სქესის მობინადრეებს უჭირთ, რადგან ხშირია შემთხვევა და არაერთ მეგობარს უთქვამს   – “გაჩერებაზე დგომისას მანქანებს აჩერებენ, ფასს მეკითხებიან, ან თვალს ჩამიკრავენ და თავიანთ მანქანაში მიპატიჟებენ, სად გსურს წასვლა მიგიყვან ლამაზო” სანამ კახეთიდან ან ლილო მოლიდან რომელიმე მიკრო ავტობუსი გამოივლის. თუ გაგიმართლა, არ გაიყინე ზამთარში, სული არ ამოგეხუთა ზაფხულში თბილისს როგორღაც დაუკავშირდები. მაგრამ მეორე პრობლემა სახლში დაბრუნებაა. აბა გადააცილე 22:30 საათს და ვარკეთილში ვერ მოხვდი, ქუჩაში გაყინვა ან ტაქსი გარანტირებული გაქვს (ყველას ხომ არ ჰყავს კეთილი მეგობრები, სახლში რომ შეიფარონ როგორც მე).

2. წყალი. გამარჯობა, წყლის პრობლემაცაა და გრაფიკით მოგვეწოდება. დილის 7 საათიდან შუადღის 12 საათამდე და 19:00 დან 00:00 საათამდე. შუალედში, აბაზანის მიღება რომ მოგინდეს ან წყლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი არ გქონდეს, რომელიც ყოველთვის სავსეა, თუ გსურს მოკვდი ვერაფერს გახდები.

3. მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტი გამოივლის უბანში, რომელიც ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს, ბოლო გაჩერება დაახლოებით 3 კილომეტრშია. ზამთარში თუ თოვს, არ არსებობს გამოიაროს. მიზეზი – აღმართზე მოცურება და მგზავრების უსაფრთხოება. არსებობს იღბლიანი დღეები, შეიძლება გაგიმართლოს და ადგილი აღმოჩნდეს მიკრო ავტობუსში შესატენად. დიახ შესატენად. ყველაზე საუკეთესო ადგილი, რომელიც შეიძლება შეგხვდეს ფანჯარასთან ახლოსაა, იქნებ ცალი ხელი ფანჯარაში გადაყო და შედარებით თავისუფლად იგრძნო თავი.

მაგრამ სახლის ფანჯრებიდან ხელის ან ცხვირის გაყოფით თავს ვერ იგრძნობ კომფორტულად, რადგან ყველამ ყველაფერი იცის შენზე, თუმცა   ფანჯრის გაღების გარეშეც ინფორმირებულნი არიან ერთმანეთს ცხოვრების სიახლეებით. სამაგიეროდ, ნაკლები დანაშაული ხდება. თითქმის არც კი მახსენდება, ერთის გარდა, ყველაზე გახმაურებული – სექს მუშაკის მკვლელობა.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to რენდომ პოსტი

  1. ირი says:

    მესამე პუნქტში რამე აკლია თუ?
    აი ერთადერთი ტრანსპორტიაო..

  2. ვარკეთილზე აღარ ვიწუწუნებ :დ

  3. შენც და ისიც, ძაან გამიზარმაცდით ამ ბოლოს :დ ჩემზე არაფერი თქვა, ვიცი ისედაც :დ
    ნაცნობი პრობლემაა ხანდახან. ამიტომ უნდა გყავდეს მანქანა :დ ან იცოდე ტარება და ვინმეს ეთხოვო :დ :*

    • ადო says:

      მანქანამდე სამსახურია საჭირო, გლეხო :დ
      მე და კიდე ვინ გავზარმაცდით?

  4. რეალურად ჩემი სათქმელი თქვი ფეისბუქთან დაკავშირებით .. 100% ით გეთანხმები.🙂

  5. siyvarulovna says:

    ” მთავარია იყო ობიექტური, – არამც და არამც.
    ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის რომ სეგიძლია იყო სუბიექტური და არავის ექნება უფლება ამის გამო გაგაკრიტიკოს.

  6. karamelka says:

    ჩემი პრობლემებია ეგენი, განსხვავება მხოლოდ ისაა რომ მე რეგიონში ვცხოვრობ და აქაურ საცხოვრებელ პირობებზე ვწუწუნებს და თურმე რა ხდება,თბილისშიც არ არის მოგვარებული ბოლომდე თუნდაც მარტო წყლის მიწოდება.

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s