2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს


ახლა ორი წლის რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ დღეს ჩემი დღაბადღების დღეა. მაგრამ მე კი არა, ჩემ ბლოგს შეუსრულდა დღეს 2 წელი. მე კი ბლოგინგის გამოცდილება შემემატა. წარმოგიდგენიათ ახლანდელი ადო და 2 წლის ბლოგი შერწყმული?

მე ასეთი წარმომიდგენია

რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის ბლოგინგს?

  • ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცოდნა დავაგროვე სოციალური მედიის წყალობით.
  • ბლოგინგი მეოცნებე ამბიციური პოსტით დავიწყე და მოვახერხე იმდენი, პირველ პოსტით გადმოცემული ვიშ ლისტის პირველი სურვილი ახდენილ იქნა.
  • რამდენიმე კარგმა ბლოგერმა ჩემი დახმარებითა და რჩევებით დაიწყო ბლოგინგი.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ მეილზე მივიღე 43 თბილი წერილი მკითხველისგან.
  • შევიძინე ძალიან ბევრი, აწ უკვე საყვარელი მეგობარი.
  • მაქვს კონტაქტი მკითხველებთან, რომელთა უმრავლესობა წერილს ასე იწყებს “მე შენს ბლოგს ვკითხულობ”.
  • რამდენიმე პოსტისთვის სიმბოლური თანხა ან საჩუქრები მივიღე.
  • უამრავი მიწვევა პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, დღეობებზე.
  • ბლოგინგი ძალზედ აზარტულია, სასიამოვნო და საინტერესოც.
  • სალანძღავი წერილებიც მრავლად მაქვს მიღებული.
  • ქუჩაში მომღიმარი სახეები.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვგონებ არასდროს შევწყვეტ ბლოგინგს. აი, მერე რა ძალიან მაგარი იქნება, ჩემი შვილი იმის შვილი და შვილიშვილის შვილი (ასე უსასრულოდ) ჩემს შესახებ ბლოგზე რომ წაიკითხავს პოსტებს. თუნდაც ამ სასაცილო ფოტოს გადააწყდება, პოსტს დასაწყისში რომ დავურთე. 

როცა პირველი პოსტი გამოვაქვეყნე,  წარმატებები კარგად ნაცნობმა ბლოგერმა – ლიშთოთამ (ვისი ერთგული მკითხველიც ვიყავი) მისურვა. ეს კომენტარი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, ამიტომ სადაც ახალ ბლოგსა და პირველ პოსტს გადავაწყდები ვცდილობ და თავს უფლებას ვაძლევ ახლა მე ვუსურვო მათ წარმატებები.

რამდენიმე წერილი, რომელიც დასქრინშოტებული მაქვს და ვინახავ წერილების ფოლდერში:

ისე, ჩემი უსაყვარლესი სერიალია Queer as Folk

ყველაზე ინკოგნიტოებეე (ბოლოს, ბევრი მიმოწერის შემდეგ მითხრა ვინცაა)

ვინმეს შენი პოსტები დეპრესიისგან რომ იხსნის ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამის წაკითხვა

ძალიან ბევრი სალანძღავი პიემის შემდეგ სასიამოვნო წერილი იყო

კითხვის პროცესში მოწერილი, ცხელი ემოციები❤

მისთვის მთვარე ადოს ბლოგთან ასოცირდება❤

ადო’ს პირადი ბლოგის დაშბორდი ასე გამოიყურება:

  • 180 პოსტი (ძალიან ცოტაა).
  • 2048 კომენტარი.
  • 520 სპამ კომენტარი.

76 გამოწერა მეილზე, ტეგების რაოდენობა 892, კატეგორია 11.

ტოპ ნახვადი ფოტოები ბლოგზე:

დრაფტები (იმედია ოდესმე დავასრულებ რომელიმეს):

ყველაზე ნახვადი პოსტები:

ადო’ს პირადი ბლოგი უამრავი ტეგ თამაშის ავტორია. ყოველ 21 იანვარს ორგანიზებას უწევს ჩახუტების საერთაშორისო დღეს და კევინ ზაბორნის (დღის დამაარსებელი) მიერ ჩახუტების ელჩადაა წოდებული საქართველოში.

ისღა დამრჩენია გითხრათ, თქვენი თითოეული კომენტარი, წერილი, კლიკი, ვიზიტი და ჩემს მიმართ გამოხატული თბილი ემოციები თავს უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებს.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! ♥

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in About Me and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს

  1. გილოცავ ად! გაასმაგებული ვიზიტორი და ამდენივე პოსტი მენახოს აქ!🙂

  2. Mygreensun says:

    კიდევ ერთხელ გილოცავ ადო, მიხარია რომ არსებობ..
    ეჰჰ, ჩემი მოწერილი წერილი ვერ ვიპოვე და ცოტათი გული დამწყდა…

  3. dekemberiusi says:

    გგგგიიიილლლოოოოცცცცაააავვვ ააადდდდოოოო ♥ მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ ♥ და გისურვებ ძალიან ბევრ პოზიტივს ცხოვრებაში და ბევრ მკითხველს შენ ბლოგს ♥♥♥♥

  4. გილოცავ, ადო❤
    ერთ-ერთია იმ ბლოგთაგან, ვისი კითხვაც პირველად დავიწყე (ნუ ზურიუსი სულ პირველი იყო :დ)
    დიიიდ წარმატებებს გისურვებ. ბლოგის ყვავილობას და ვიზიტორ კომენტარებს❤

  5. orange says:

    ,,როგორ გავხდი გრაფინიას საყვარელი” მომხვდა თვალში🙂

  6. Ibi says:

    2 წელი დიდი დროა ძალიან❤ წარმატებები ბლოგინგში და კიდევ მეტი მკითხველი ))
    მე ძალიან მიყვარს შენი ბლოგი❤

  7. tsotnee says:

    გილოცავ! ^^

  8. siyvarulovna says:

    და ამდენივე წელია გიცნობ❤

    • ადო says:

      და რატომღაც, ხანდახან მგონია რომ 2 წელზე მეტია რაც გიცნობ. ♥

  9. Joleane says:

    ეე ჩემი წერილი დაასქრინშოტე? ^__^
    (მთვარის ასოციაცია)

    • ადო says:

      ჰო, დავასქრინშოტე და ვინახავ კიდეც❤. სასიამოვნოა, როცა ფოლდერში შესვლის დროს ასეთი წერილით ბედნიერდები ცუდ ხასიათზე ყოფნისას.

  10. წარმატებები!🙂

  11. სოფო says:

    გილოცავ🙂 აბა რა სჭირს ჩემს სპამებს უკვე 70 000-მდე ავიდა, ძალიან შევწუხდი😦

  12. nini imnadze says:

    ❤❤❤ dzalian didididididi warmatebebiii❤

  13. პეძიკას რისხვა :))) says:

    ისე რა ღადავი სასტავი ხართ ეს ბლოგერები ტო, წერთ და ისევ თქვენ კითხულობს, ანუ თქვენს გარდა არავინ, თუ არ ჩავთვლის საკუთარ ნაშებს რომლებიც საბოლოოოდ ბლოგერებად იჩეკებიან, ნაშებში ორივე სქესი ვიგულისხმე ეგ ხომ მოსული პონტია😀 შენა და ის სქრინები რატომ არ გინდევს კონკრეტულად და აბსტრაქტულად რომ მოგიხსენიებენ ხოლმე პირად საუბრებში და შიგადაშიგ უცნაური და ამაღელვებელი სიტყვების კორიანტელი რომ დგება ხოლმე😀 ნუ გინებას ეძახიან მგონი შენთვის არ იქნება ეხლა ეგ უცხო

  14. პეძიკას რისხვა :))) says:

    უი ხო ამ ყვავს რაა გაუჭრდა აღარ აზლევს გელბახიანი ?😀 მაპატიეთ ჩემი ნიკით რომ არ ვპოსტავ, გამოვასწორებ

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s