აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგი


“თქვენ ჩაირიცხეთ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში. წარმატებებს გისურვებთ“
სიხარულისგან ჯერაც არ მქონდა გაცნობიერებული როცა ეს ესემესი მივიღე განათლების სამინისტროსგან, თუ სად, როგორ, რა გაემოში და რომელ პროფესორ მასწავლებლებთან მომიწევდა 4 წლის გატარება. მაგრამ, როცა 2 წელი გავატარე იმ გარემოში, საკმაო დრო აღმოჩნდა იმის გასაანალიზებლად სწავლა უნდა შემეწყვიტა და საქ. სახ. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დიპლომი, იქ მიღებული განათლება არაფერში გამომადგებოდა. დავწერე განცხადება და გავედი რამდენიმე წლიან შვებულებაში (აკადემიური) სავარაუდოდ სამუდამო შვებულებაში.
ჯგუფელები, კურსელები, დეკანი, ლექტორები მთხოვდნენ დავბრუნებულიყავი, მე კი კატეგორიულ უარზე ვიყავი. თურმე მშვენიერი ნაბიჯი, ერთ-ერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება მიმიღია, რადგან ორ წელიწადში გავიგე, რომ კახა ბენდუქიძეს შეუსყიდია უნივერსიტეტი, ჩაუტარებია რებრენდინგი და სრულიად ახალი სახით წარუდგენია კერძო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სახელად – აგრარული უნივერსიტეტი. მერე კი გავბრაზდი, რომ სტუდენტების უფლება დაირღვა და სახელმწიფო უნივერსიტეტი კერძოდ გადაკეთდა, მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რაც რამდენიმე დღის წინ თავად ბენდუქიძესგან შევიტყვე და ჩემივე გაფართოებული თვალებით ვნახე.
რა მახსოვს 2 წლის წინანდელი უნივერსიტეტისგან და რა ჰგონია უმრავლესობას ახლაც? გაპარტახებული შენობა, მინა ჩამტვრეული, იატაკ აყრილი, გაბზარული კედლები, შეურემონტებელი ჭერი საიდანაც წყალი ჩამოდიოდა, გაყინული აუდიტორიები, დამტვრეული კოლბები, ერთადერთი მიკროსკოპი, დამტვრეული მაგიდები და სკამები, საშინელი სწავლება და ლამაზი თვალების გამო დაწერილი ქულები. ძალიან ვცდებით.
რამდენიმე დღის წინ კახა ბენდუქიძემ გვიმასპინძლა რამდენიმე ბლოგერს აგრარულ უნივერსიტეტში. ცვლილება შენობაში შესვლამდეც კი იგრძნობა, კარებთან დამონტაჟებული შესასვლელი აპარატებითაა შემოსაზღვრული, ასევე შუშის ბარიერებით, სტუდენტისა და პერსონალის გარდა შესვლა სხვა პირთათვის შეუძლებელია. როგორც თავად ბატონი კახასგან შევიტყვეთ შეიცვალა სასწავლო პროგრამა, სწავლების მეთოდიკა, გადამზადდა და შეიცვალა პროფესორ მასწავლებლები. აღიჭურვა აუცილებელი სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებით, სრულად შეიცვალა შიდა ინტერი, თითოეული სტუდენტის მუშაობისთვის დაიდგა მაგიდები სრული აღჭურვილობით, აქამდე თუ უნივერსიტეტს ერთი მიკროსკოპი ჰქონდა ახლა თითოეულ სტუდენტს სწავლის პროცესში ინდივიდუალური აქვს.
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა შევიტყვე, გამოცდების ჩაბარება ლექტორებთან აღარ ხდება და ამას კომპიუტერი აგვარებს დიდ საგამოცდო ცენტრში, სადაც გაყალბება გადაწერა, ან შპარგალკები დაუშვებელია. სათვალთვალო კამერები აკონტროლებენ სიტუაციას, ჩახშულია ინტერნეტი და მობილური ტელეფონის სიხშირე. იატაკიადან, განათებიდან დაწყებული ყველაფერი შეცვლილია და სტუდენტი ორიენტირებულია სწავლის მიღების წყურვილით. ყველაზე სასაცილო ისაა რომ 2007-2010 წლებში ბიბლიოთეკაშიც კი არ მოიპოვებოდა სალექციო მასალები, ახლა კი აგრარული უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს აძლევს საშუალებას შეიძინოს ლეპტოპი და იქონიოს ელექტრონული ბიბლიოთეკა, სასწავლო პროგრამა კომპიუტერში. ბატონმა კახამ გააჟღერა რომ სურს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში შემოიღოს ონლაინ სწავლება, სტუდენტი არ იქნება ვალდებული დაესწროს ლექციებს და სახლიდან გაუსვლელად გაიაროს სასწავლო პროგრამა ონლაინ რეჟიმში.

აგრიუნის პრეზენტაცია

საგამოცდო ცენტრი

3დ გამოსახულებისთვის განკუთვნილი სკანერი

დერეფანი

სტუდენტობის ნოსტალგია.🙂 ვაკვირდები შეიარაღებული თვალით ბაქტერიებს

ახალი 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში სრულად დასრულდება განახლება და დაემატება მუზეუმი პირველ სართულზე, შეიცვლება გარე ფასადიც. მოკლედ უნივერსიტეტში რომელსაც აღარ ვცნობდი დამხვდა სწავლის მოსაწყურებელი გარემო. მე აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას აგრარულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან. ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა ისევ კონტრაქტით გათვალისწინებულ სწავლის საფასურს გადავიხდი სწავლის აღდგენის შემდეგ და არ შემეხება გაძვირებული გადასახადი. ვინც ახლა ჩააბარებს აგრარულ უნივერსიტეტში გადაიხდის მხოლოდ 200 ლარით მომატებულ სწავლის საფასურს, ვიდრე აქამდე იყო. როგორც ჩანს სწორად დამიგეგმავს მომავალი სწავლასთან დაკავშირებით და სულაც არ ვნანობ დაკარგულ წლებს, პირიქით საკმაო იყო იმისათვის, გაეცნობიერებინა რა არის ჩემთვის პრიორიტეტული და რა მინდა მომავალში, როგორ უნივერსიტეტში მინდოდა თურმე სწავლა. სექტემბერში შევხვდებით აგრი უნი❤

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგი

  1. ადო, ეს ყველაფერი კარგია მაგრამ რა ღირს მაინც მანდ სწავლება? შენ იცი რომ ყველას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა რის გამოც სტუდენტი სტატუს კარგავს. საქართველოში ძალიან ძვირია უნივერსიტეტში სწავლა

  2. ადო, ეს ყველაფერი კარგია მაგრამ რა ღირს მაინც მანდ სწავლება? შენ იცი რომ ყველას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა რის გამოც სტუდენტი სტატუს კარგავს. საქართველოში ძალიან ძვირია უნივერსიტეტში სწავლა

  3. Pingback: ქუჩაში დარჩენილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი | ადო'ს პირადი ბლოგი

  4. Pingback: ქუჩაში დარჩენილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s