გადართე, “ნიჭიერი” დაიწყო!


პროლოგის “პონტში”: ხშირად ამბობენ სტერეოტიპულად მოაზროვნენი  და განაზოგადებენ –  “ქალებს სერიალების ყურება უყვართ, კაცებს კი ფეხბურთის და ყოველთვის ჩხუბობს ეს ორი სქესი, თუ რომელი რომელს უყურებს”. მე კი რატომღაც ამ კატეგორიას არ მივეკუთნები, სადაც უნდათ იქ გადართონ. წლებია ტელევიზორს არ ვუყურებ,  მხოლოდ ვუსმენ, ესეც იმის გამო, რომ ყოველთვის ჩართულია და რომელიმე ოჯახის წევრი  სერიალს, ან ფეხბურთს უყურებს. ერთადერთი გადაცემა მომწონს, რომელსაც სიამოვნებითა და ძალიან დიდი მოლოდინით ველი ხოლმე. 2 წელია რაც ჩემი მოწოდება, როცა ნიჭიერი იწყება ასეთია: – გადართეთ რუსთავი ორზე, “ნიჭიერი” დაიწყო! მერე კი სერიალიც და ფეხბურთიც უკანა პლანზე იწევს და მთელი ოჯახი ნიჭიერის ყურებას ვიწყებთ.

მაყურებელს გეგა ძალიან უყვარს - ეფექტური რეკლამა.

“ნიჭიერის” ახალი სეზონის დაწყებას, განსხვავებით სხვა წლებისგან, კლუბ სენატში, ნიჭიერის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად აღმოვჩნდი/შევხვდი და არა სახლში ოჯახის წევრებთან. სხვათა შორის, წინა წლებისგან განსხვავებით ჯერაც არ მქონდა გააზრებული, რომ საყვარელი გადაცემა იწყებოდა. რეკლამისთვისაც არ მომიკრავს თვალი, ან იმის ბრალი შეიძლება იყოს რომ ტელევიზორს არ ვუყურებ. თუმცა ინტერნეტშიც არ შემჩეხებია რაიმე ანონსის მაგვარი, გარდა ბოლო დღეებში, ყველაზე მომგებიანი რეკლამა. აქ ბარემ თამამად ვიტყვი, რომ სოციალურ მედია კარგად მუშაობს.

წამყვანები:  იმდენად ეიფორიული სთენდაფით (კარგი მონტაჟი) გაიხსნა ნიჭიერის სეზონი, რამის მართლა დავიჯერე რომ თიკა ფაცაცია თვითმფრინავს მართავდა და აი აქ ამენთო ნათურა თავში, მივხვდი რის გამო მივსულვარ კლუბში.

ჟიური კვლავ ვანო, სოფო და გეგაა. ჯერ ნაადრევია დასკვნის გამოტანა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ გეგამ ყველაზე მკაცრი ჟიურის იმიჯი დაკარგა, ყოველშემთხვევაში პირველი გადაცემიდან ასე ჩანს – გეგას, ნიშა დაემხო. ეს ის გეგა აღარაა, მხოლოდ მიმიკებით გამოხატავს უკმაყოფილებას, ან შეძახილით “აპ, აპ, აპ, აპ”.

ნოუ, ნექსთ ფლიზ! (მიმიკური პასუხი)

“მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ულამაზესი მომღერალი სოფო ნიჟარაძე” უკაცრავად ვანიკო, აქ დაგავიწყდა გეთქვა – მოცეკვავე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. უბრალოდ შეხედე რა კარგად ცეკვავს, ჩქარებიც სცოდნია და ნელებიც, ევროპულებს და ინდურებსაც კარგად ფლობს თურმე =]

სოფო მეტად დახვეწილია წელს. მომცინარი, ობიექტური, აცეკვებული და ნაკლებად სენტიმენტალური უკეთესია. ოღონდ გადაეცით რომ დახვეული თმა საშინლად არ უხდება!

ოჰოჰო, ნომერი მესამე ჟიური, ნომერი მესამე კი არა პირველი. დიახ, ნომერი პირველი – ვანო ჯავახიშვილი. დემოკრატიის არა, მაგრამ კარგი იუმორის შუქურა ნამდვილადაა და კვლავაც ძალზედ უხდება ნიჭიერის ჟიურის ამპლუა. ერთი სიტყვით, ნიჭიერის ჟიურიში ვანო არის ყველაზე კარგი. მის გამომეტყველებებს დახედეთ და დარწმუნდებით.

მონაწილეები:

TSU art – სცენაზე დანახვისთანავე სკეპტიკურად განვეწყვე, იმდენი მილით, “თხამტამით” და ინსტრუმენტით გაავსეს დარბაზი მათი შესაძლებლობებით დავეჭვდი. თუმცა მათ მოახერხეს არამარტო ჩემი, არამედ დამსწრე საზოგადოების გაოცებაც. “ექსპერიმენტმა გაამართლა” მართლაც! და მათ პირველი გადაცემის ფავორიტებში, დამსახურებულად  შემყავს. სენატში დამსწრე მაყურებელიც სიმპატიით განეწყო, ეკრანის წინ ტაშს ვუკრავდით თითქოს ჩვენს წინ სცენაზე იდგნენ ისინი.

ჯადოქარი ან ქარი (ნიკ მალფოი) –  “ექსტრასენსული, თუ ექსტრასენსორული?” “ექსტრასენსორული!” ამ დიალოგისას მალფოი, უბრალოდ დაიბნა.  ვამართლებ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მისი გამოსვლა მომეწონა. როცა სოფოს ბავშვობას შეადარა კონკრეტული ფოტო, უკვე დარწმუნებული ვიყავი, მისი გამოსვლა ბოლოსკენ გამაოცებდა და შეგნებულად უსარგებლო ნაწილით ნიღბავდა მთავარ ნაწილს. 2 დღეა ვფიქრობ როგორ შეიძლება ფურცელი ჰაერში შეუხებლად გააჩერო, ან ჰიპნოზი ასეთი ეფექტური იყოს სცენაზე. აუდიტორიას ფლობს, უხდება სცენას, გაგვაოცა. დღის ფავორიტთა შორის, ის ნომერი პირველი მონაწილეა ჩემთვის.

ჰაიტ, ექსტრასენსული თუ ექსტრასენსორული?

გიორგი წერეთელი – ჟიურის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, არ უნდა გადასულიყო მეორე ტურში. მხოლოდ კის თქმა რომ პროგრამისტმა ფორტეპიანოზე დაუკრა (არც ისე გასაოცრად) არადამსახურებულად მიმაჩნია, მაგრამ ვაღიარებ ვიდეო გაფორმება ძალზედ მოუხდა ნომერს, გაამრავალფეროვნა.

ჰარი პოტერი – ჩემი პირველი რეაქცია მისი დანახვისას: ვაუ, ჰარი.  ალბათ იჯადოქრებს, შეიძლება კარტები ააფრიალოს და მსგავსების გამო მაინც გადაიყვანონ ტურში, როგორც შარშან ჯექსონი. აი ცეკვა რომ დაიწყო, მაშინ “wait what?”  სახე მივიღე, ორიგინალური ნომერი იყო მომეწონა. მისი პლასტიკითაც მოვიხიბლე.

ინდური ცეკვა – მესმის რომ ვანიკო კარგად გაერთო, დარბაზში დამსწრე მაყურებელიც, მაგრამ კარგად ნამდვილად არ უცეკვიათ სამი კი რომ მიეღოთ. უბრალოდ სცენაზე იტინგიცეს. არ ვეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას. საერთოდაც, ცეკვის დროს სინქრონს ყველაზე მთავარ პრინციპად ვთვლი.

ანა ქაშიბაძე – რამდენიმე თვის წინ, მსგავს გოგონას გადავაწყდი რომელიღაც ქვეყნის ნიჭიერში და მოვიხიბლე მისით, სენტიმენტალურობაც ვერ დავმალე. ძალიან გამიხარდა მსგავსი ნიჭის მქონე, ცქნაპა საქართველოს ნიჭიერშიც  რომ გამობრწყინდა, მაგრამ ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა, როგორც უკვე კარგად ნაცნობმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. აი მაგალითად, პირველ წელს გულნაზი გოლეთიანსა და სუზან ბოილიზე მითქმა-მოთქმა ცხადყოფს, რომ გადაცემის პოპულარობას ასეთი კრიტიკა ხელს უწყობს. ბევრი კომენტარი წავიკითხე გადაცემასთან დაკავშირებით, წერენ რომ ახალს მოელიან, განსხვავებულს და ა.შ. განსხვავებული მონაწილე ანა კი ვერ მიიღეს, არადა ყველაზე განსხვავებული მონაწილეა და საკმაოდაც ნიჭიერი თავის ასაკთან შედარებით. კი, ის ნიჭიერია, რადგან ენაკვიმატია, საოცარი გამბედაობა აქვს ამხელა აუდიტორიის წინაშე ითამაშოს, გამოხატოს უსაზღვრო სითბო. მოკლედ, ანა თუ რაიმე პერფომანსს შემოგვთავაზებს და მხოლოდ ლექსის ემოციურად წაკითხვით არ შემოიფარგლება მეტად გაგვაოცებს შემდეგ ტურში, თავისთავად არ გავბრაზდები გახდეს ის წლის ნიჭიერი.

ყველაზე სენტიმენტალურებეეეე

საბოლოოდ, საღამო სენატში  ერთი აღფრთოვანებული შეძახილით დამთავრდა. მაია ასათიანი ანა ქაშიბაძეს ყვლაზე სენტიმენტალურ გადაცემაში იხმობს.
– ვაიმე, ეს ბავშვი პროფილის შემდეგი სტუმარი იქნება!

ბონუსად ფოტო რომელიც ერთ-ერთმა ფრენდმა მომაწოდა.


About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to გადართე, “ნიჭიერი” დაიწყო!

  1. ninnaka says:

    ნიკ მალფოი მეც ყველაზე ძალიან მომეწონა და მაინტერესებს შემდეგი რა იქნება. :)) გიორგი წერეთელს რაც შეეხება, ენიო მორიკონეს The Crave-ის შესრულება არც თუ ისე მარტივია, ცუდად არ დაუკრავს, პირიქით და იმედია უკეთესს შემოგვთავაზებს შემდეგში. ნუ მე იმედი მაქვს რომ მეტს შეძლებს. ბონუს ფოტო სასწაულია :))))))

    • ninnaka says:

      უი ენიო მორიკონე კი არა ჯოლი როლ მორტონი უნდა დამეწერა, ჩაასწორე მერე. :)))

  2. Mari says:

    მე ის თხილამურებიანი კაცი მომეწონა. დღემდე ვფიქრობ, ნეტა რის გაკეთებას აპირებდა😀😀

  3. დოდო ხარძიანი რულს:)))))))

  4. orange says:

    კარგად დაგიწერია, ადო🙂 ბოლო ფოტოზე ვიხოხე! :დდდდდდდდ

  5. Marie says:

    ვანოს 9გაგისეული გოტო დამევასა😉

  6. KoteMD says:

    ინდოელებზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველანი სამედიცინოს სტუდენტები იყვნენ, და მათი გამოსვლა + 3 კი , ნაციისადმი კეთილგანწყობის გამოხატვა იყოს. საკმაოდ თბილი და დადებითი განცდა გამოიწვია ჩემში მათმა გამოსვლამ.

  7. niiniiaa says:

    ❤ aai dzaan magarii bblogiaa

  8. nato says:

    dzaan sayvarlebi da sentimentalurebi xart. (sofo,tika da ani)miyvarxart

  9. Pingback: გადართე, “ნიჭიერი” დაიწყო!

  10. სალომე says:

    ვაიმეე ბოლო სურათზე ცუდად გავხდი ახლაც ვიცინი.მომწონს შენი ბლოგი ადო

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s