“ჯადოქარი” ნიკ მალფოი – ნიჭიერი [ინტერვიუ]


ბავშვობაში ერთი ფილმი მიყვარდა, დღემდე მიყვარს, ფილმი სახელად – მატილდა. სხვათაშორის ტომი და ჯერის სერიებზე მეტჯერ ეს ფილმი მაქვს ნანახი. ფილმი ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე გოგონაზეა. მატილდას თვალებით საგნების გამოძრავება შეუძლია. ის ამ ნიჭს მას შემდეგ აღმოაჩენს როცა ყველაზე მეტად გააბრაზებენ მას. თავის შესაძლებლობებს ხშირად სკოლის ბოროტი  დირექტორის ჭკუის სასწავლებლად იყენებს. როცა გოგონა სახლში მარტო რჩება, მაშინ იწყება მისი ბედნიერება თავისი ძალების გამოყენების დემონსტრირებით ის სასურველ საქმეს მზერით აკეთებს.

ბავშვობაში მჯეროდა, ყველა ადამიანს შეეძლო მზერით რაიმეზე ან ვინმეზე ზემოქმედება და ხშირად საკუთარი თავიც გამომიცდია. მაგალითად, მიცდია ჩემი ძმის გონებაში შეღწევა, ტელევიზორის პულტის ჰაერში აწევა, მოზიდვა და სასურველ არხზე, გადაცემაზე გადართვა, მაგრამ უშედეგოთ. ახლა კი როცა გავიზარდე, მივხვდი ეს ფილმი ფანტასტიკური, ჯადოსნური და განუხორციელებელი ამბავია რომელის კადრების დამუშავებას კომპიუტერული პროგრამები კარგად ართმევს თავს. გასულ ორშაბათს როცა პულტის გამოძრავებაც არ დამჭირდა და არც ზებუნებრივი ძალების დატესტვა, კონკრეტულ არხზე მიმდინარე გადაცემა ნიჭიერში ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობების დემონსტრირებით გავოგნდი, პირი დავაღე და ვცდილობდი ფიქრის მეშვეობით გამერკვია როგორ გააჩერა ნიკ მალფოიმ მზერითა და ხელების მანიპულირებით ფურცელი ჰაერში, ან როგორ იგრძნო წამყვანმა ცხვირზე შეხება როცა სხვას შეეხო ჯადოქარი ან ქარი – ნიკ მალფოი. ნიჭიერის შემოქმედებითმა ჯგუფმა ნიკ მალფოისთან შემახვედრა და პირადად ვცადე გამერკვია, დაჯილდოებულია ის რაიმე ძალით თუ კარგი მატყუარაა.

ვითომ შეშინებული ადო, ნიკ მალფოისთან ერთად გეგას კაბინეტში ჯადოქრობის მოსაწყობად.

როცა ინტერვიუს ასაღებად მოვკალათდით სავარძელში, იკითხა ვისია ჭიქა რომლიც მის წინ პატარა მაგიდაზე იდო. “ჩემია მალფოი”, ვიფიქრე ალბათ წყლის დალევა სურს და ამიტომ კითხულობდა. ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ თითების მოძრაობით ენერგია მოიკრიბა, გასტყორცნა ჭიქას, დააბზრიალა და მაგიდიდან მოისროლა.

ნიკ მალფოი, იგივე ნიკა ჩანჩალაშვილია 17 წლის.  ის მენტალისტია, ილუზიონისტიც. მენტალიზმი ასე განმიმარტა: “მენტალიზმი არის მარტივ ენაზე რომ ავხსნათ ზებუნებრივი ძალების ჩვენების ხელოვნება. ანუ, მე ვიყენებ ისეთ კომბინაციებს როგორიცაა: მაგია, ფსიქოლოგია, ცივი კითხვა, შოუმენის ელემენტები და რა ეფექტსაც ვღებულობთ, არის მაგ კომბინაციის მიქსის შედეგი.” მენტალიზმს სწავლობს დაახლოებით 6 წლიდან. ილუზიონისტი ნაკლებად არის, უფრო მენტალისტი. ფოკუსების შესწავლა 12 წლიდან დაიწყო. როგორც მენტალისტს აქვს გამოსვლები სხვადასხვა კლუბებში, ასევე ზოგიერთი კომპანიის კორპორატიულ საღამოებზე.

რამდენად ძნელია ეგ ყველაფერი და შეუძლია თუ არა “მაგლს” (ჰარი პოტერიდან, ყველა ის ადამიანი ვინც არაა ჯადოქარი) გახდეს შენნაირი?

საერთოდ ყველაზე ძნელი ხელოვნებაში  არის გაოცება, იმიტომ რომ ტვინიც უნდა ჩართო, გონება, ყველაფერი ანუ მთელი სხეული მწყობრში უნდა იყოს. მთავარი ეფექტისთვის ტვინი სხეული და სული უნდა გაერთიანდეს.  თუ ძალიან მოინდომა ყველაფერი შეუძლია ყველას, მაგრამ რავიცი დაბადებიდანაც უნდა იყო ბუნებრივი ფიზიოგრომისტი, ანუ ხალხის ამომცნობი, ისე არამგონია.

ჰარი პოტერი თუ გაქვს წაკითხული და გიყვარს თუ არა?
კი, მაქვს წაკითხული, ძალიან საინტერესოა, თუმცა როგორ გითხრათ, რამდენადაც კარგია იმდენად საზიანოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრი რეალობის აღქმის უნარს კარგავს. ბევრმა ადამიანმა მაგის გამო დეპრესია აიკიდა. სხვათა შორის რამდენიმე ჩემმა მეგობრებმაც.

– მე არ ვარ ცოდო, დეპრესია რომ ავიკიდო ახლა შენი ჯადოქრობების გამო?

ჰო რა ვიცი :დ

რატომ დაირქვი მალფოი და მიჩნევ თუ არა თავს ჯადოქრად?

ო,  პირდაპირ ჯადოქრად მივიჩნევ თავს ვერ ვიტყვი, მაგრამ მისტიფიქატორი ვარ. ასე ვთქვათ, მისტიკის შემქმნელი, ანუ.

– რატომ დაირქვი მალფოი?

რა ვიცი, ლიორ მალფოი საკმაოდ ცნობილი ჯადოქარი იყო და მეც მინდოდა რომ ვინმე ცნობილი ჯადოქრის გვარი მქონოდა ანდერძად. და შევარჩიე. ლიორ მალფოი, დაიბადა ღარიბ ოჯახში, დაახლოებით  16 საუკუნეში, ბავშობიდან შეეძლო ჯადოქრობა და სასწაულების კეთება. ერთხელ როდესაც მამამისთან ერთად გასული იყო საჭმლის საშოვნელად, უცებ გზაზე წაიქცა ბავშვი და ესმოდა რაღაც ხმები, როგორც გაირკვა ეს ხმები იყო მამამისის აზრები.

– ანუ თვლი რომ მაგ გვარის დარქმევა მეტ პოპულარობას მოგიტანდა?

– არა, ეს უბრალოდ, ნამდვილი გვარი ხომ მაქვს ჩანჩალაშვილი და არის ძალიან გრძელი, ბევრი ვერ იმახსოვრებს, ამიტომ ფსევდონიმი მოვიფიქრე და რამდენიმე წელია უკვე მალფოი ვარ.

– რა მსგავსებას ხედავ შენსა და მალფოის შორის, რომელსაც ადარებ თავს, ვისი სახელიც დაირქვი იდეაში?

– მაგ ჯადოქრამდე ბევრი მიკლია, მარა რა ვიცი იმ მსგავსებას ვხედავ რომ იმანაც დაახლოებით ჩემნაირად დაიწყო მეც ბავშვობაში აღმოვაჩინე რაღაც შესაძლებლობები ჩემში.

– გარდა საგნების გამოძრავებისა, სხვა რა შესაძლებლობების მქონე ხარ, მაგალითად თუ შეგიძლია ადამიანის ფიქრების წაკითხვა?

საგნების გამოძრავების გარდა შემიდძლია, ადამიანის წაკითხვა ყოველგვარი გონების ძალის და მსგავსი ფენომენების გარეშე, ჟესტებით, მიმიკებით და ემოციებით. ინტერვიუს შემდეგ, თუ დამთანხმდები შემიძლია დაგარწმუნო და შენი ფიქრები წავიკითხო, არ არის პრობლემა. ასევე რენდგენის დანახვაც შემიძლია. თვალებ ახვეული თავისუფლად ვხედავ თუ კონცენტრირება მოვახდინე. გულის გაჩერებაც შემიძლია. კიდევ ბევრი,  ძალიან ბევრი.

გგონია რომ ნიჭიერი წარმატებებს მოგიტანს 

მგონია კი არა დარწმუნებული ვარ.

„მაგლების“ დამოკიდებულება როგორია შენს მიმართ, აქამდე, ან მას შემდეგ რაც ცნობადი გახდი, ხომ არ ეშინიათ მათ შენი? 

აქამდე ყველა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ნომრებს, ვიდეოებზე აღბეჭდილი არ სჯეროდათ, მაგრამ რომ ნახეს ნიჭიერში მაგალითად ჰაერში გაჩერებული ქაღალდი მერე უკვე თქვეს: ვა, ვერ დაამონტაჟებდნენ, ნიჭიერია მაინც, მერე უკვე დაიჯერეს. რაც შეეხება მაგლების მიმართვას ძალიან მომწონს, ბევრი მხარდამჭერი გამომიჩნდა, ჩემი ფეისბუქის გვერდი დაალაიქა და ეგეთ ხალხს ძალიან ვაფასებ, მათთვის ვაკეთებ ყველაფერს. 100 ადამიანიდან ორმოცს ეშინია, კი.

და როგორ აღიქვამ მათ დამოკიდებულებას?

აი, რა ვიცი, თეთრ გოჭებში რომ ერთი წითელია.

დავინახე ტატუები გაქვს, რას ნიშნავს?

13 ჩემი საყვარელი ციფრი არის. ესენი კი იდეოლოგიის სიმბოლოებია.

საყვარელი ციფრი - 13 და იდეოლოგიის სიმბოლოები.

ჰყავს თუ არა ნიკა მალფოის შეყვარებული (ასეთი შეკითხვა დამაბარეს)?

კი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მისი დამსახურებაა ჩემი ყველა მიღწევა. მუდმივად სტიმულს მაძლევს, რომ წინ წავიდე და რა ვიცი, ძალიან აქტიურობს ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ძალიან პესიმისტი ვიყავი და შეყვარებულმა შემცვალა, რომ ატყობს რაიმე მეზარება, მიზანის ან საქმის სირთულეს ვნებდები, მაწრიალებს. ამიტომ თუ რაიმეს მივაღწიე მისი დამსახურებაა სრულიად.

ნიჭიერის ჟიურიმ და მაყურებელმაც იფიქრა რომ თიკას ცხვირზე შეხება, როცა ვანომ იგრძნო წამყვანებთან “ჩაწყობილი” ნომერი იყო, რას იტყვი ამისშესახებ?

გულით რომ მომესურვა არავინ დამადგმევინებდა, ჩააწყობდა მაგას. ეგ ნომერი არის ვუდუ (voodoo) თოჯინის ეფექტის ჩემებური ვერსია.

როგორ ხედავ საკუთარ თავს სომავალში? 

მომვალი თითქმის მთლიანად გავთვალე… (სართოდ ყოველთვის წინასწარ ვფიქრობ მომავალზე) რა თქმა უნდა ყველა დეტალს ვერ გათვლის ადამიანი, მაგრამ  ძირითადი გავთვალე.  ჩემს მომავალში უნდა იყოს (და იქნება)  აუცილებლად ჩემი 3 წლის ოცნება,  რომ მქონდეს საკუტარი გადაცემა (სხვათაშორის ეს ჯერ არ გამომიცხადებია არავისტან) და ასევე მქონდეს ჩემი ლაივ შოუ სადაც ხალხი მოვა ჩემი ნომერების სანახავად და ლაივში ნახავს.

შემდეგ ტურში (თუ გადაგიყვანეს) დაახლოებით რას უნდა მოველოდეთ, რაიმე გრანდიოზული იქნება თუ?

ნახევარ ფინალში თუ გადამიყვანეს რა თქმა უნდა მოვამზადებ 10 ჯერ უფრო გრანდიოზულ ნომერს და რა ვიცი საინტერესო კი იქნება ნამდვილად.

და ბოლოს, გაგვარკვიე, ექსტრა სენსული თუ ექსტრასენსორული?

ამ ხელოვნებას, უნარად თუ მოვიხსენიებთ, ამ ექსტრა რაღაცას ჰქვია ექსტრასენსორიკა. ექსტრასენსორიზმი ხომ არ ერქმევა, აქედან გამომდინარე გამომდინარე ექსტრასენსორული! შესაბამისად გრამატიკული და სწორია. მარა ეტყობა სცენაზე რაღაცნაირად ვთქვი და…

ინტერვიუს დასასრულს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებით გამაოცა, ჩემი ფიქრები წაიკითხა და დამახასიათა, ხმას ვერ ვიღებდი გაოცებისგან. ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც. არ ვიცი, ეს ბიჭი მართლაც ნიჭიერია, წარმატებებს ვუსურვებ! წავალ ფილმ “მატილდას” ვუყურებ ისევ, იქამდე სანამ ნიკ მალფოი გრანდიოზულ ნომერს შემოგვთავაზებს შემდეგ ტურში (თუ გადაიყვანეს). დანარჩენი ემოცია და საგნების მოძრაობები შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ. 

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to “ჯადოქარი” ნიკ მალფოი – ნიჭიერი [ინტერვიუ]

  1. siyvarulovna says:

    დეპრესია? ჰარი პოტერის გამო? ნოუ ვეი!

  2. siyvarulovna says:

    აუ მაინც არ მჯერა სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ :დ

    • ადო says:

      მე მეგონა ძაფებით :დ ან რამე მაგდაგვარით ჩალიჩობდა. მაგრამ ჩემითვალით რომ ვნახე, პირველად ჭიქა მოისროლა, გული შემიწუხდა :დ დანარჩენი კი ვიდეოზეა აღბეჭდილი :დ

  3. Ibi says:

    ველოდები ნახევარფინალს ^_^

  4. nini imnadze says:

    bavshvobashi yoveltvis roca harry potter-s vkitxulobdi, sul vocnebobdi ro realoba yopiliyo es yvelaperi… yochag!!! dzalian magari xar da dzalian mixaria ro nawilobriv axda chemi bavshvobis ocneba❤

  5. ადოუ გეთაყვა ქთხოოოოვ ტაიპოები გაასწორე რა :დდდ და მეორე აბზაცში “ტელევიზორის პულტის ჰაერში აწევა, მოზიდვა და სასურველ არხზე, გადაცემაზე გადართვა, მაგრამ უდაოდ” უდაოდ არა უშედეგოდ გინდოდა გეთქვა მგონი :დ

    ისე კარგი ინტერვიუა საინტერესო ყმაწვილი ჩანს :))) უბრალოდ ერთი რამ ვერ გავიგე ეს რაღაცები თანდაყოლილი აქვს თუ მერე ნასწავლი აი რაც შეეხება ფიქრების კითხვას და ეგეთ რამეებს. მოკლედ განუსაზღვრელია ადამიანის შესაძლებლობები ღმერთმანი :>

  6. Anonymous says:

    : )))

  7. Anonymous says:

    me magalitad mqonda Harry Potteris gamo depresia…
    mteli chemi arsebit mindoda chems realobashi yopiliyo is rac Harry Pottershi

  8. Ana says:

    minda rom chemi azrebic waikitxo : ))

  9. Lana Shereri says:

    adamianis pantazia usazgvroa tumca raoden gasakviric ar unda iyos is realur paqtebs aris dayrdnobili!

  10. matildas ertxel tu orjer vuyure bavshvobashi chemi mezoblis videokaseta iyo mere rodesac interneti da kompiuteri megirsa bevri vedzebe magram versad vipovne ramodenime tvis win agmovachine magram ar vuyure imitom rom albat iseti jadosnuri ar megoneboda gazrdils rogoric bavshvobashi megona

  11. p.s. nichiers ar vuyureb amitomac ar gavakete aranairi komentari postis mtavar azrze

  12. ჩემი ფავორიტია ეს ბიჭი❤ წარმატებებს ვუსურვებ !
    პ.ს '' მატილდა '' რა კარგი გამახსენე❤ ვუყურო უნდა

  13. anoonymouss says:

    მაინც არ მჯერა ასეთი არღაცეების და რა ვქნა… ადო შენი დარწმუნება თავის შესაძლებლობებში შეძლო ამ ბიჭმა ანუ🙂

    • ადო says:

      კი, შეძლო რა თქმა უნდა. დარწმუნება რომ ვერ მოეხერხებინა ან შთაბეჭდილება არ მოეხდინა არც პოსტს დავწერდი🙂 ასეთ პოსტს.

  14. kevana says:

    დიახ, ეგ არის ტრიუკი და მეტი არაფერი :დ :დ მთელი საიდუმლო მხოლოდ იმ ხერხების ცოდნაშია, რომელიც ქმნის რაღაც ზებუნებრივის ილუზიას :დ :დ

  15. kisoki says:

    მაგარია! კასტინგზე თავიდან არ მომეწონა, ვიფიქრე მაიმუნობს თქო, მაგრამ მერე პირი ღია დამრჩა.

  16. lashaworld says:

    მატილდას ყურება მეც მომინდა.

    დავიჯერო მართლა წაიკითხა შენი აზრები?

  17. Mari says:

    რა დიდი ჯადიქრიბა შენს დახასიათებას და შენი აზრების გაგებას უნდა ადო😀😀
    ჰოდა, არ უთქვამს, როგორ აღმოაჩნდა ეგ ნიჭი?

  18. KAKHA13 says:

    მაგარი კაცი. მანამდე ვიცნობდი და მეტად ვაფასებდი ვიდრე თქვენ მაგრამ რა მაგარი კაცია.
    გამისწორდა 13 რო ევასების.

  19. karamelka says:

    საყვარელი ბავშვია🙂 ჰო,შენც საყვარელი ხარ: )))

  20. M.K. says:

    საინტერესო მონაწილეა უდავოდ. თან ვიღაცას ვამსგავსებ და იმედია, შემდეგ ტურში მაინც მივხვდები ვის : ))
    ცხვირის ნომერი კი მივხვდი, მგონი, როგორც იყო, მაგრამ ფურცელზე და ჭიქაზე ვერაფერს ვიტყვი : ))
    ისე, რატომ არ კითხე, ფოტოების ნომრის ნაკლებწარმატებულობას რას მიაწერს?

  21. ნეტავ რა უნდა გააკეთოს კიდე ამ ადამიანმა რო ეს ყველაფერი ტრიუკებს და ილუზიებს არ მიაწეროთ🙂 მენტალიზმია ხალხო ეგ და არა ილუზია რით ვერ გაიგეთ… ან როცა იცით რო არ იცით რას შვება რატო ფილოსოფოსობთ და რატო ამბობთ მსგავსს: ” ეგ არის ტრიუკი და მეტი არაფერი :დ :დ მთელი საიდუმლო მხოლოდ იმ ხერხების ცოდნაშია, რომელიც ქმნის რაღაც ზებუნებრივის ილუზიას :დ :დ”… მართლა მარაზმია ასეთი კომენტარები…

  22. ანდრო says:

    ჩვენ კი არ ვართ მაგლები ეგაა ნაგლი, პრინციპში ეგ რა შუაშია, ვინც ჭამა მაგის ნომრები😉

  23. cangala says:

    როგორ უჭირს ხალხს სხვისი ნიჭის დაფასება და აღიარება, განსაკუთრებით მაშინ თუ ქართველია. ოღონდ რაიმე ნახონ ხელ -ჩასაჭიდი და ჭიანჭველას სპილოთ გადააქცევენ ;დ;დ აფირისტი და ნაგლი კი არა ძალიან მაგარი ვიღაცაა🙂❤

  24. ანდრო says:

    ნაგლობა იმ შუაშია რომ მარტივი ტრიუკების გასაღებას ცდილობს მაგიად და ჯადოქრობად, პრინციპში ეგ ევალება მასაც, მაგრამ მეორეა პირდაღებული მასა რომელსაც ეს მართლა მაგია გონია, ალბათ ამასაც ნიჭი ჭირდება ცაანგალა დაგოგონა😉

    • ადო says:

      სოუ ვოთ? ნაგლის მნიშვნელობა თუ იცი? სრულიად არაადეკვატური განმარტებაა ახლა ეს :დ
      სად სინაგლე და სად ის რომ ვინმეს შესაძლებლობების გჯერა :დ

    • cangala says:

      აშკარად შენთვის სიტყვა “ნაგლი” სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არაუშავს. ხო შეიძლება ითქვას რომ ეგეც ნიჭია იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ეგრე “ნაგლობა” ;დ;დ;დ მეც “პირდაღებული მასის”შემადგენელი ნაწილი ვარ❤. რასაც აკეთებს კარგად გამოსდის, ძალაინ კარგად და სუფთად "ნაგლობს" ;დ

  25. mariI says:

    MiYvArXaR nIk.. mE GaMaOCa(tQvEnI AzReBi nAkLeBaD) UdzLiEreSiA.. TaViSi sAqMiS PrOfEsiOnAlI dA RaC MtAvArIa nIHiRErI.. sSAKALELIII!

  26. mariI says:

    vaimee.. vaimee.. miyvarss…(*)

  27. Anonymous says:

    sg magari vigacaaa da imedia ufro magari nomrebi iqneba iqit (tu gadaiyvanes) :d

  28. gvantsa says:

    aii dzalian mainteresebs rogor sheudzlia adamians aseti ragaceebis ketebaa .. zogadad dzalian miyvars msgavsi tipis pilmebii shouebi da vinmes asets tu vnaxavdi ar megona da sul vpiqrob rogor amodzravebs sagnebs : ) saintereso iqneboda am adamiantan saubarii

  29. anaa ... says:

    niiikk yvelaaze nichierii xarr .. me vici rogor daiwyee am yvelapriiss gamokvleva da swavlaa, rogor iyavi chaplulii da naxee ukve gaizarde da didi win svlac gaaq .. mixaria rom egreaa .. warmatebebiiii❤

  30. Gmeerrtoo Cheeemoo Gaoocebulii Varrrrrrrrrrrr<3 Maagarii Xarr NIkkaa<3

  31. dito says:

    dzaan magaria mec mascavlit

  32. მეკო says:

    ჰაიმეეეეეეეეე❤ გაოცებული ვარ :* და რა ბედნიერებააა, რომ ესეთი რაღაც ქართველს შეუძლია🙂
    ექს-ტრა-სენ-სო-რუ-ლიიიი :))

  33. Anonymous says:

    ადო ცოცხალი გადარჩი მასთან შეხვედრის შემდეგ?????

  34. ani says:

    dzaaliiaann mommwoonnss ess biichii ! <3)) dzaliiaann
    martlac saamakooaa rom ess qartveliaa :)))
    daa dzaa;oan guli damwkkda roomm arr dagaiikvanes Finalshi :(( :*

  35. Pingback: “ჯადოქარი” ნიკ მალფოი – ნიჭიერი [ინტერვიუ]

  36. Anonymous says:

    nick magari xar magram eg pokuzebi chvenc gvaswavle an videoebi gadaige sadac agvixsni raaa

    😀

  37. ნუ ფიქრობთ რომ ეს ბიჭი მატყუარაა , ტელეპატია და ტელეკინეზი ყველა ადამიანში ვლინდება ადრე თუ გვიან . ეს სრული ფსიქოლოგიაა , ამიტომაც სუსტი ფსიქიკის ადამიანები ხშირად ვერ აღწევენ მიზანს და უკვირთ ისეთი ფაქტები რაც არ შეუძლია თუნდაც ყოველ მეორე ადამიანს :)) ამიტომ ჯერ ჯობია გაეცნოთ უშუალოდ ამ დარგს და მერე შეურჩიოთ წოდება ამ ბიჭს ..❤
    P.s. მიყვარხართ ყველა😀

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s