IDAHO და ამ ამბებით შეწუხებული მე


დღეს მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე შეკითხვით – “მართალია რომ “პიდარასტების” აქციებზე შენც იყავი?”. დაკითხვას მიწყობენ. სულაც არ გამკვირვებია პატრიარქთან დაახლოებული პირის ასეთი რეაქცია პიემის სახით, მაგრამ საიდან მოიტანეს ეს ჭორი? თუ ჩემი ფეისბუქის ექაუნთის ჩემ ფრენდებში რომელიმეს არ მოსწონს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ახლავე და ამ წამს ამომშალეთ ფრენდებიდან!
ეს კი მათთვის ვისი ცნობისმოყვარეობაც ვერ დავაკმაყოფილე:

  • ლგბტ საზოგადოების მიერ გამართულ IDAHO (international day against homophobia) აქციაზე არ ვყოფილვარ,  მარტივი მიზეზის გამო – ვფიქრობ რომ ჯერ არ არის განვითარებული საზოგადოების უმრავლესობა ლიბერალური კუთხით, არ არის ტოლერანტული და მათი გაღიზიანება მხოლოდ აგრესიის/ჰომოფობიის გამძაფრებას შეუწყობდა ხელს და არა ჰომოფობებისგან ლოიალურ ქცევის მოპოვებას.


  • კანონის წინაშე ყველა თანაბარია, შესაბამისად ნებისმიერი იდენტობის ადამიანს შეუძლია თავისი უფლების დარღვევა გააპროტესტოს და მოითხოვოს სამათლიანობა იქნება ლგბტ, ჰეტეროსექსუალი თუ სხვა. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს და შევუერთდებოდი (მაგრამ არ მეცალა) მეორე დღეს, კერძოდ 18 მაისს გამართულ აქციას, რადგან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ადამიანთა უფლებები შელახა, კერძოდ ფიზიკურად შეურაცხყო  IDAHO-ს აქციის მონაწილეები.

საქართველოს კონსტიტუცია. 

მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 38: 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
<წაიკითხე! ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.>

  • ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი სხვადასხვა ფორმით, ქუჩაში ყვირილით, პლაკატის ფრიალით თუ სხვა.


  • დამტკიცებულია რომ გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი, ტრანსექსუალი იბადები და ზრდის პროცესში არ ხდები, არც ვინმესგან გადაგედება, არც პლაკატების ფრილით ვინმე გადაგიბირებს/ჩაითრევს/შეგაცდენს/თავისნაირს გაგხდის და არც ავადმყოფობად ითვლება.


  • გასაგებია რომ მართლმადიდებლობა კრძალავს შენივე სქესის ადამიანთან სექსს და ცოდვაა. მაგრამ უფრო მეტად ცოდვილია ის ვინც განსჯის.

შეხსენება მრევლს სახარებიდან:  

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,

2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.

3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?

4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!

5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე, თავი 7).

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
(მათე, თავი 5)

  • “მოგწონს ბიჭებმა რო იტყნაურონ?” ვერ ვხვდები რატომ უნდა მომწონდეს, ან არ უნდა მომწონდეს რომელიმე ადამიანის სექსუალური აქტით დაკავება ვინმესთან? ან რატომ უნდა მისვამდეს ამ შეკითხვას ვინმე? სამწუხაროდ ამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი თქვენთვისაც: კონსტიტუციდან მოყვანილი მუხლებისა და სახარებაზე დაყრდნობით გეუბნებით – მესამე ადამიანი არ უნდა ერეოდეს, არა თუ მოსწონდეს ან არ მოსწონდეს სხვისი სექსუალური ან საზოგადოებრივი ცხოვრება, + არ უნდა განსაჯოს სხვა.

მრევლს, მეგობრებს, ნაცნობებს პატივისცემით – ადო ბერიკელაშვილი.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to IDAHO და ამ ამბებით შეწუხებული მე

  1. nini imnadze says:

    nu saqartveloa🙂

  2. tami says:

    mashvenieri postia… shens azrs viziareb

  3. kisoki says:

    კარგია მრევლისთვის სახარებიდანაც რომ მოიყვანე მაგალითები, თორემ ზოგიერთ “მართლმადიდებელს” ადამიანის უფლებათა დეკლარაცია სულ ფეხებზე ჰკიდია. იქნებ ამან მაინც შეაფერხონ (სულ ცოტათი მაინც).

  4. “არ მიყვარს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი” კარგი იყო… ყველა სტანდარტული უნდა იყოს თურმე… მდაჰ… აქციაზე ჩემმა ნაცნობებმა რომ მნახეს რეაქცია იყო : შენც მათნაირი ხარ? ფუf :ფეისპალმ:

  5. როგორი მწირი აზროვნება აქვს ამ ხალხს ?! მეგობრებიდან წაგშლის რადგან განსხვავებული აზრი გაქვს. ჰმ.. შენ ბოლომდე გეთანხმები..

  6. არასოდეს შეგეშინდეთ იყოთ განსხვავებული და არასოდეს განიკითხოთ ის, ვინც ცდილობს იყოს განსხვავებული.
    ყველა ღონე იხმარეთ ერთფეროვანი ყოველდღიურობისაგან თავის დასაღწევად
    ვიდრე ხართ ისეთები იყავით როგორიც გინდაა რომ იყოთ, არავის აზრს არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი სინდისის გარდა
    ადოო ძალიან კარგი პოსტია, შენთვის ჩვეული სიყვრულითა და თანაგრძნობით სავსე ♥

  7. sheni reaqcia savsebit normaluria da matic…

  8. levani says:

    gamecina tumca ramdenad sasaciloa ukve agar vici :S:S:S:S

  9. გველი says:

    ეჰ, კაი რა ადო! ამას არ ჯობია, მოკლედ მოუჭრა, იძი ნა *უი შენი რელიგიიანად-თქო?… ნუ თუ რა თქმა უნდა ასე ფიქრობ.

  10. ადო says:

    მოკლედ მოჭრას არასასურველი რეაქციები და შედეგი მოაქვს. ამიტომ ვამჯობინე ამეხსნა ჩემი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით კორექტულობის ფარგლებში. ხომ უნდა იცოდნენ რომ მათ აზრზე არ არის ყველა.

  11. marishkalia says:

    ყველაზე მეტად გამიკვირდა ფრაზა: “არ მიყვარს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი”.. მგონი ადამიანებს არასწორად მიაჩნიათ ის რაც არ ესმით! სამწუხაროდ ხალხი არაა მზად ცვლილებებისთვის და ასეთი ფორმით საკუთარი თავის გამოხატვისთვის. კარგი პოსტია, მომეწონა!🙂

  12. karamelka says:

    სუპერლოგიკა აქვთ რა:/ ძალიან ახლოს იყო ეგ მიმოწერა ჩემთან:) ვერაფერს გააგებინებ აზრი არ აქვს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი. ვაი ასეთ ქრისტიანობას მართლა.

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s