სიზმარა (Cover)


სიზმრის განმარტება ძველად: როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალები იმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლათ, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს.

სიზმრის განმარტება მეცნიერების მიერ: მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა.

ფროიდისეული ახსნა: ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს.

ინფორმაცია აღებულია ვიკიპედიიდან.

ხალხური: მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო. (ანდაზა პირდაპირი მნიშვნელობით)

სიზმარს ძალიან იშვიათად ვნახულობ, წელიწადში საშუალოდ 3-ჯერ. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა შინაარსის სიზმრებს ვხედავდი; ხან მილიონერი ვიყავი, ხან მიცვალებული, ხან პრეზიდენტი. მოსწავლეობის ასაკში ყოველთვის მკვლელი მომდევდა, მე გავრბოდი, ხან ვერ გავრბოდი მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა გაქცევის, ამ “სირბილის” დროს კი მეღვიძებოდა. სტუდენტობის დროინდელ სიზმრებში, როცა ხელებს დავიქნევდი ცაში ვფრინდებოდი, გაღვიძებულიც ვცდილობდი ცაში აფრენას, მაგრამ ტყუილად.

გახსოვს ქართული მულტფილმი სიზმარა, ბიჭს რომელსაც ტკბილი სიზმარი ესიზმრება და მისი ჩუქება მეფეს სურს? არ მინდა ჩემი სიზმრის მოპარვას, ან ჩუქებას ვინმე ეცადოს, რადგან წუხელის სასიამოვნო სიზმარი ვნახე, უცნობთან გამეღვიძა საწოლში რომლის სახე არასდროს დამავიწყდება ისეთი თვალებით გადმომხედა. აქამდე უცნობი ადამიანი სიზმარში არასდროს მინახავს თანაც ასეთ სიტუაციაში, მდგომარეობაში. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ სარკეში ვიხედები და შემდეგ შევდივარ აბაზანაში. უცნაურია, მაგრამ მუცლის ზუსტად იმ ადგილას, საცად ის შემეხო პირველად, ლაქა გამიჩნდა. მუცელში პეპლებს ვგრძნობ. მგონი სიზმრის უცნობი ადამიანი შემიყვარდა, დაბნეული ვარ ძალიან. ნეტავ თუ არსებობს ის მართლა. სახეზე მახსოვს. სადმე რომ შემხვდეს იქვე გამისკტება გული სიხარულისგან. მანამ სანამ სადმე გადამეყრება, იქნებ მე მოვახერხო პოვნა, დამეხმარეთ თქვენც რომ რეალობაში გადმოვიდეს ჩემი სიზმარი როგორც სიზმარასი .  ის ასე გამოიყურება (ფოტორობოტი) :

გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად(?) მექნება მასთან სექსი, აი ამ სიმღერაზე, როგორც სიზმარში.

“ესეც ჩემი სიზმარი. აქეთ მზე იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები.”

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in About Me, საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to სიზმარა (Cover)

  1. კახი says:

    ისე მეც ძალიან იშვიათად ვხედავდი სიზმრებს და ამ ბოლო დროს ხშირად მომეძალნენ :დ

    • ადო says:

      როგორი შინაარსის სიზმრები მოგეძალნენ?

      • კახი says:

        რა ვიცი, ხან როგორი ხან როგორი, უფრო რაც რეალურად ვნახე იმათ გავს თითქმის ყველა სიზმარი. კომენტარებს ნუ მიედითირებ ბიჭო🙂

  2. karamelka says:

    მას აღრ ეკითხები რა ექნება თუ არა შენთნ სექსი:დ

    მე წუხელ წიგნი მაჩუქეს. დაფლეთილი საბავშვო წიგნი “პლასტმასის ცხოველებით” რაღც ასეთი ერქვა. იმის ნიშნად მაჩუქეს რომ წინა დღისით დაბდრე მქონდა(ესც სიზმარში) და მეორე დღეს მომიტანა საჩუქარი. და ვერ მიხვდი რა უნდა იყოს:/

    • ადო says:

      როგორ არ ვეკითხები. სიტყვას “აუცილებლად” იმიტომ უწერია კითხვის ნიშანი ფრჩხილებში.
      რა უნდა იყოს? ახლა არ თქვა სიზმრები მიცხადდება ხოლმეო.

      • karamelka says:

        აჰ, კითხვის ნიშანი:დ:დ არ შემიმჩნევია.

        არა, რა მისრულდება:/ თან დახეული წიგნი…რავიცი…რავიცი..

  3. ვაიმე, ადო! ამას ჭორფლები მიაყარე და ერთჩვენ საერთო ნაცნობს ჰგავს ძაან.

    • ადო says:

      იმას მართლა ჰგავს ფოტორობოტზე, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო🙂

  4. siyvarulovna says:

    მე ვხედავ ხოლმე ხშირად სიზმრებს ^^ მაგრამ, უმეტესობა არ მამახსოვრდება :დ

  5. HAG says:

    აუ ჩემი სიზმრები რომ დავიწყო ასტომეული გარანტირებულია :დ ისე მეც მქონია ლაქები სიზმრიდან და რაღაც პერიოდის მერე გაქრა

    • ადო says:

      ჩემიც ქრება ნელ-ნელა. შეიძლება უბრალო დამთხვევაა, ბავშვობაში მიჩნდებოდა ასეთი ლაქები.
      არადა ძალიან საინტერესო იქნება შენი სიზმრებიც. გამოაქვეყნე საუკეთესოები ბლოგზე, ისე რომ არც თქვა სიზმარი რომ იყო :))

  6. nita says:

    მე ძალიან მჯერა სიზმრის ყოველთვის მისრულდება

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s