როგორ ანიავებს სხვის ქონებას ევროპაბეთის გვერდის ადმინისტრატორი


ბავშვობაში ერთი ყულაბა მქონდა, რაშიც ფულს ვაგროვებდი. ყოველ დღე 50 თეთრიანებს მაძლევდნენ. მხოლოდ 50 თეთრიენებით ივსებოდა ყულაბა და ნახევრამდე როცა მიაღწევდა ჩემი ძმა ხსნიდა, ტოტალიზატორში მიჰქონდა და შეგროვებულ ფულს აგებდა. რა თქმა უნდა როცა ცარიელ ყულაბას აღმოვაჩენდი ტირილს ვიწყებდი, შესაბამისად ჩემი ძმაც და ტოტალიზატორიც მძულდა.

ალბათ ამის გამო ფეხბურთის სიყვარულით დიდად არ გამოვირჩეოდი. ამ წელს შემიყვარდა ძალიან. ფეხბურთის ყურება შემიყვარდა და ტოტალიზატორში თამაში, თორემ ბურთზე ფეხის დარტყმაც არ ვიცი და ვგონებ არასდროს ვითამაშებ. რა ხანია ამოვიჩემე ფავორიტი ქვეყანა, რომელსაც ვგულშემატკივრობ ევროპის ჩემპიონატზე და ჯერ-ჯერობით წინაც მიიწევს.
ამ ახალი გატაცების გამო,  სადაც ფეხბურთზე რამეს გადავაწყდები ვთამაშობ, ვკითხულობ და ასე შემდეგ. ასე გადავაწყდი ფეისბუქზე ევროპაბეთის გვერდზე გათამაშებას. ის ვინც ევროპის ჩემპიონატის კონკრეტული თამაშის ძირითად შედეგს გამოიცნობს და ფოტოზე კომენტარად დაწერს სავარაუდო ანგარიშს, საჩუქრად თეთრი ან შავი ბურთი გადაეცემა.
ფოტოზე ათასობით კომენტარი იწერება, ეს ის შემთხვევაა როცა მართლაც ათასობით კომენტარი იწერება თამაშის დაწყებამდე და არ ვაჭარბებ რაოდენობას. აქედან დაახლოებით მეოთხედი ნაწილი იგებს ბურთს.
აი მაგალითი, იმ კომენტარებისა ვინც მოიგეს ბურთები და „გამოიცნეს“ იტალია- ინგლისის და ესპანეთი – საფრანგეთის ძირითადი ანგარიში.

სქრინშოტზე ნაჩვენებია მოგებულთა ძალიან მცირე რაოდენობა

პირადად მე სამი ბურთი მოვიგე. და როგორ მოვიგე არ იკითხავთ? თამაშის დასრულებისთანავე ჩემს მიერ დაწერილი კომენტარი, რომელიც ზუსტ ანგარიშს ამცნობდა გვერდის ადმინისტრატორს, ჩავასწორე.
ბურთის მოგების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ფეისბუქის იუზერი ბურთის მოსაგებად იმ რისკზეც არის წამსვლელი რომელსაც თამაშის დასრულებისთანავე კომენტარის დაედიტება ჰქვია. თუ არ გჯერათ შეხედეთ ზევით დადებულ სქრინშოტს, მათ ჩემსავით კომენტარი ჩასწორეს და მოიგეს ბურთი, ან ბურთები, ძალიან ძალიან ბევრი ბურთები. როგორც ჩანს ევროპაბეთის გვერდის ადმინისტრატორმა არ იცის რომ ერთი კვირის წინ ფეისბუქს კომენტარის ჩასწორების ფუნქცია დაემატა.
ასე რომ, თქვენც გირჩევთ სანამ ადმინისტრატორი განათლდება ფეისბუქის ფუნქციებში და ანიავებს ევროპაბეთის ქონებას, მოიგოთ ბურთები.

აი ამდენი ხალხი იკრიბება ბურთის წამოსაღებად ევროპაბეთის ფილიალში

ეს გაყინული კადრია, სანამ მე ვიდექი „მოგებული“ ბურთების გამოსატანად, ძალიან ბევრჯერ შეიცვალა რიგში მომლოდინეთა რაოდენობამ ერთი საათის განმავლობაში. მოგებულთა როდენობა დაახლოებით 1 500 იქნება. თითო ბურთის ღირებულება მინიმუმ 3 ლარი. აქედან სავარაუდო ზარალი რომელიც ადმინისტრატორმა ევროპაბეთს მიაყენა თავად დაიანგარიშეთ.

რჩევები:
• როცა ხარ გვერდის ადმინისტრატორი და ავლენ გათამაშების გამარჯვებულს, მინიმუმ ფეისბუქის ფუნქციებში უნდა ერკვეოდე და ყურადღებით იყო, რა იცით რამდენი ჩემნაირი ინტრიგანი გამოჩნდეს და გაგიმწაროთ წარმატებული კონკურსი რომელიც ლაიქების რაოდნობას გიზრდით გვერდზე.
• თუ გეზარება ათასობით კომენტარის კითხვა და გამარჯვებულების გამოვლენა, დააჭირე F3-ს ჩამოშლილ ფანჯარაში ჩაწერე ანგარიში რა შედეგითაც დამთავრდა საფეხბურთო შეხვედრა. მაგალთად: 1 – 2, ერთით ორი. მერწმუნე გაგიადვილდება შრომატევადი საქმე და შეგიმცირდება დრო რასაც ხარჯავ თითოეული კომენტარის კითხვაში.
• დღეიდან გაითვალისწინე რომ კომენტარს რომელიც ჩასწორებულია აწერია ინგლისურად Edited.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to როგორ ანიავებს სხვის ქონებას ევროპაბეთის გვერდის ადმინისტრატორი

  1. karamelka says:

    ვაიმეე :დ:დ რა ინტრიგანი ხარ რა. იმედია ბურთი წამოიღე და მერე დაწერე ეს:დ

    საწყალი, დაკარგა სამსახური და ეგაა.

  2. Marie says:

    ბე-ჰე!

  3. akunkula says:

    lol😀 არ მომსვლია ეგ ამბავი თავში.
    არაპროფესიონალიზმი და ზარალი ტოტალიზატორს :))
    მაგრამ რაც ჩვენი ქვეყნის ფულს ჭამენ ტოტალიზატორები, არ მენანება ეს ზარალი :)))

  4. vai vai ise daulinkee es posti im administratoors ?:D

  5. siyvarulovna says:

    რა იდიოტია ადმინი პროსტა. იმხელაზე მაინც არ ეწერებოდეს კომენტარი რომ დაედითებულია :დ

    კსტაწი, თაღლითობისთვის სეუძლიათ გიჩივლონ ^^

  6. Katiee says:

    საერთოდ არაა სასაცილო.

    ადამიანურად, შეგეძლო მიგეწერა პიემში ადმინისთვის, დაგეცინა ან აგეხსნა, რომ ახალი ფუნქციაა, სულ რამდენიმე დღის და ტყუვდება. მითუმეტეს, თუ თვითონაც “წარმატებით მოიგე” რამდენიმე ბურთი.

    ვერ ვხვდები ასეთი “დაგინახე დაგინახე, რაღაც გიჩანს!” პოსტის მიზანს, რომლითაც შენ არაფერს იგებ და იმ ადამიანს შეიძლება სამსახურს აკარგინებ, შეცდომის გამო, რომელიც ფბ-ს მარადცვლადი ფუნქციების გადამკიდეს, გამოეპარა (და საერთოდაც, მგონი, სხვადასხვა დროს ჩაერთო ხალხს ეგ)

    • Di@ says:

      კატიე, სამაგიეროდ, მე ვხედავ მიზანს: როდესაც ვინმეს ფბ-ისა და ვებ გვერდის/ბლოგის ადმინისტრირებას ანდობ, ის კარგად უნდა ერკვეოდეოს სოც. მედიაში.

      ეს მიმართულება ხელწამოსაკრავი არ არის და შეთავსებით არ უნდა ხდებოდეს კადრებისათვის მათი მართვის დავალება.

      ამ პოსტის შედეგად, სხვებიც დაინახავენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს კომპანიას არაპროფესიონალი კადრის გამო.

      • Katiee says:

        ნუ შევქმნით სოცმედია ადმინისტრატორისგან დიდი კორპორაციის მმართველს და ბლოგერებისგან – სოცმედიის ექსპერტებს. ძალიან კარგად ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კომპანიის რიგითი თანამშრომელია, რომელსაც ფბ აქვს უბრალოდ და დაასაქმეს.

        გასაგებია, რომ ფბ-ფეიჯის მართვა მნიშვნელოვანი საქმეა პიარის თვალსაზრისით, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპანიისთვის არ დამდგარა არაფერი ისეთი ზიანი (არ ანიავებს! უღირთ იმ ბურთების დარიგება, თუ გინდა ყველამ გამოიცნოს), რომ თანამშრომელი შეცდომის გამო ასე გამოაჭენო.

        ვიმეორებ, ეს რომ მართლა დიდი ხნის ცვლილება იყოს, კიდე ჰო. შეიძლება იმ უბედურს არც ჩართვია ჯერ.

    • Kate says:

      ეკას ვეთანხმები.

      შენ რა მოიგე იმით, რომ ეს ადმინისტრატორი ამხილე??? მესმის, რომ ცუდად მოგქცეოდა, როგორც ეს ეუროპარკის შემთხვევაში ხდება ხოლმე და ანამ დაწერა. მაგრამ აი შენ ხომ მოიგე და რა გინდა??? ამით ხომ ადამიანს სამსახურს აკარგინებ. ამაზე რატომ არ ფიქრობ???

    • ადო says:

      გეთანხმები, საერთოდ არაა სასაცილო როცა ასეთი არაპროფესიონალი მართავს გვერდს.
      ახალ ფუნქციებს ფეისბუქის იუზერები არ უნდა სწერდნენ ფეიჯის ადმინებს. ისინი უნდა ამართლებდნენ თავიანთ თანამდებობას!

  7. Anonymous says:

    აი, რა მოგივა, როცა არაპროფესიონალი მმართველი გყავს ფეისბუქისა და ვებ გვერდისა…

    • Di@ says:

      ეეე… ანონიმურად რატომ დაპოსტა… ჩემი იყო და კატიეს პასუხში მიწერია… შეგიძლია ეს ორივე წაშალო.

  8. პროჭული და პიდარასტული პოსტია! შეცდომები ყველას მოგვდის და იმის მაგივრად, რომ ასეთი პროჭული პოსტები ვუშანშალოთ რეიტინგის და თვითშეფასების მომატების მიზნით, კოლეგიალური და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა მეტად დასაფასებელი იქნება ჩემი აზრით.

    P.S. პოსტში მოხსენიებულ არცერთ პირთან არანაირი კავშირი და ინტერესი არ მაქვს.

  9. dawymardit burtebi imedia yvelam rom A-edit-os mainc yvelas yvelas eyofa :))) rac tqveni saqme araa nu shfotavt :))) moige sheirge :))))))

  10. imedia ki ara da imdenia mindoda metva :)))))))))))

  11. lashaworld says:

    ვაკანსიები არ აქვთ? შენნაირი ფეისბუქში გაწაფული ადამიანი ენდომებათ😀

  12. Anonymous says:

    არაა გამორიცხული ამის დაწერაც ევროპაბეთმა შეუკვეთა ავტორს… დამატებითი ყურადღება=დამატებით შემოსავალს!!! რაც შეეხება ბურთებს ეგ არავის ანაღვლებს ევროპაბეთში, ნუ ავტორ შენს გარდა😉

    მარკეტინგ+PR საშიში ნაზავია😀

    • ადო says:

      ევროპაბეთმა შემიკვეთა, რომ ფეისბუქის ადმინისტრატორის არაფროფესიონალიზმი გამომეკვეთა პოსტში, კი :დ

  13. მოგესალმებით ყველას,

    მე ევროპა-ბეთის მარკეტინგის მენეჯერი გახლავთ. რაც შეეხება თქვენს სტატიას ძალიან საინტერესოა და კარგად აღნიშნეთ ყველაფერი. თავიდან შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს ცუდი ამბავია კომპანიისთვის და ჩვენს ფეისბუკის ადმინისტრატორს ძალიან “ვეჩხუბოთ”😀. მაგრამ ეს ბურთები შეკვეთილი იყო ჩვენს მიერ, სწორედ იმისთვის, რომ დავურიგოთ ხალხს, თან ჩამოტანილი იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა. სხვა კომპანიებთან განსხვავებით, ჩვენ არ ვაკეთებთ აქციებს მხოლოდ “გალოჩკის” დასასმელად. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გავეცით 500 000 ლარამდე ჯეკპოტების სახით სხვადასხვა მოვლენებზე და თუ კი ზაფხულში ყველა თბილისის სტადიონზე (და არა მხოლოდ თბილისის) იქნება ევროპა-ბეთის ბურთი, ჩვენ ეს ზარალი კი არა, წარმატება იქნება. ასე რომ, გისურვებთ ყველას წარმატებას და უფრო დიდ მოგეგებს მომავალში.

    • vivieni says:

      ძალიან კარგი პასუხი იყო, ეს პოსტი კი დამატებითი პიარია მათთვის🙂

    • ადო says:

      სრულიად არაადეკვატური გამოხმაურება ევროპაბეთისგან :დ

  14. KaTe Bloom says:

    ძალიან ჭკიანიც ნუ გეგონება შენ თავი, და იმაზეც უნდა იფიქრო რომ რაც შენ-რიგითმა მომხმარებელმა გაიფიქრე, მათ უკვე დიდი ხანია იციან. მინიშნებას მოგცემ-“თეთრი ფული”

    • ადო says:

      რა გავიფიქრე მე “რიგითმა”? ის რომ არაპროფესიონალი ჰყავთ ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორად?

      P.S სულაც არაა ეს პოსტი სიჭკვიანის მტკიცება (ღმერთმანი :დ).

  15. kate bloom-ს ვეთანხმები აბსულუტურად. ჩემო კარგო ტოტალიზატორია ყველაზე დიდი ფულის გათეთრების საშუალება, ასე რომ თუ 4500 ლარი “იზარალეს”, როგორც შენ თქვი, იმის უკან ათი მაგდენი მოიგეს. :):):):):):)

  16. Taammii ) says:

    აქ არაფერ შუაშია მარადცვლადი ფუნქციები🙂 პირველად რომ სხვას დაწერს და მერე რომ გადაასწორებს დებილი უნდა იყოს ადამიანი ეგ რომ ვერ მოწვას : ))))) ამხელა ასოებით აწერია “Edited” ნუ როგორ ვერ უნდა დაინახოს : )))))))

  17. name says:

    სასაცილოა იმიტომ რომ გულებიანი და ძალიან კეთილი ადამიანის იმიჯი გაქვს და ამ დროს პროჭობ🙂 ოხხხ, ეს ფარისევლობა მაგარი პიზდეცი რაღაცაა რა ..

    უი, ხო, ❤

  18. enT says:

    :დ :დ აუ კარგად ვიცინე, გონი როგორ გაუკვირდა ადმინისტრატორს ეს რა გულთმისანი ლაიკერები მყვენანო

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s