ქაჯები მიდიან, ზომბები მოდიან


 არასდროს მიოცნებია ბავშვობაში დაბრუნება, იმ დროინდელ 90-იან წლებს ვგულისხმობ, თორემ რომელიმე მოგონების ტკბილად გახსენების დროს კი დავაყოლებ ხოლმე “ეჰ, რა კარგი დრო იყო”. ამ სიტყვებით კი ბავშვურ ბედნიერობებს, უპრობლემო, უდარდელ წლებს მივტირი ამოოხვრით, თორემ ოცნების დედას შევეცი! ისეთ ოცნებას შე*** რისი გახსენებაც მეგონა თითქმის არავის უნდოდა. დავრწმუნდი რომ საბჭოური იდეოლოგიის მატარებელი ხალხი, რამდენიმე თაობის ცვლის შემდეგ კიარა ძალიან ბევრი თაობის ჩანაცვლების შემდეგ ჩაბარდება წარსულს. სწორად გამოიცანით “ქართული ოცნება” საბჭოური იდეოლოგიის გაგძელებისა და გამყარების საწინდარად მიმაჩნია.
გუშინ სამგორის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი ვიყავი ნაციონალური მოძრაობიდან, რის გამოც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მოკლედ, ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან ჩვეულებრივ და დაშვებულ ფორმად მიაჩნდათ “ოცნების” აქტივისტებსა და დამკვირვებლებს.
გუშინვე პრაქტიკულად ვისწავლე სიტყვების – ქაჯი, პროვოკატორი განმარტება.
კოალიცია “ქართული ოცნების” ჩამოყალიბების დღიდან ვამბობდი, თუ ისინი გაიმარჯვებდნენ 2012 წლის არჩევნებში საქართველოზე უარს ვიტყოდი და ვამბობ კიდეც. ასე რომ, გამოვხატავ პროტესტს და დღეიდან ვეძებ თავშესაფარს რომელიმე ქვეყანაში, რადგან მე არ მინდა მათი ოცნების რეალობად გადაქცევა, არ მინდა მათი ოცნების შესრულებაში წვლილი მიმიძღვოდეს. ასევე არ მინდა ასეთი საზოგადოების გვერდით ყოფნა და ასეთი ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის გამარჯვებული კოალიცია წარსულში დაბრუნებას სთავაზობს ოცნებით ანუ ძალიან კარგი მარკეტინგული შეფუთვით მოსყიდულ საზოგადოებას.

ბოლოს კი ვიტყვი, რომ სულაც არ მომწონდა და არც მინდა ბავშვებმა ითამაშონ “ქურდი ზონაზე” და ერთმანეთს კითხონ “ტორტი გირჩევნია თუ კაი ბიჭობა”.

P.S არ მეგონა თუ სალომე ზურაბიშვილს სიტყვებს დავესესხებოდი და კორექტირებას გავუკეთებდი, ეს საუკეთესო დროა ამის სათქმელად  – ქაჯები მიდიან, ქაჯები (ზომბები) მოდიან!

02/10/12  ა.ბერიკელაშვილი

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ქაჯები მიდიან, ზომბები მოდიან

  1. zustad igives vfqirob. ise es xalxi rasac imsaxurebs, imas miigebs. ra archevanic gaaketes isev tviton daubrundebat ukan dzalian cudi saxit. da tu ase ar iqna da martla yvelaferi kargad iqna,sruli pasuxismgeblobit mimaqvs chemi sityvebi.

  2. Pingback: სტუმრად ლუდსახარშ “ზედაზენში” « Ketusi's Blog

  3. Anonymous says:

    ადო მაგარ სისულელეს ამბობ ოცნებაზე, შენც საააკაშვილის ვირტუალუ
    რი სურათის ტყვე ხარ, იმიტომ რომ მოკლე აზროვნების ტიპი ხარ

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s