ქუჩაში დარჩენილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი


შარშან, აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგთან დაკავშირებით სიამაყით ვწერდი, რადგან ყველა პირობა იყო შექმნილი უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.  ამასთან ერთად, ჩემთვის მისაღები, ძალიან კარგი პასუხიც მივიღე კახა ბენდუქიძესგან.  მასთან შეხვედრისას პირადად ვკითხე, რა მელოდა თუ გავაგრძელებდი აგრარულ უნივერსიტეტში სწავლას, გაძვირდებოდა თუ არა ჩემს ფაკულტეტზე სწავლის საფასური, ემუქრებოდა თუ არა კონტრაქტით გათვალისწინებულ საფასურს ცვლილება? მან მიპასუხა რომ ისევ იმდენს გადავიხდიდი რამდენსაც აქამდე (კონტრაქტით გათვალისწინებული 1000 ლარი). ისეთივე სიამაყით მივეცი ინტერვიუ გადაცემა PS-ის ჟურნალისტს.

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე ეროვნული გამოცდებით ჩავირიცხე. მესამე კურსიდან ავიღე აკადემიური შვებულება. მიზეზი რამდენიმე მქონდა: ფინანსური მდგომარეობა, უნივერსიტეტში არსებული პირობები და სწავლების დაბალი დონე.

მას შემდეგ, როცა უნივერსიტეტში პირობები, სწავლების ხარისხი გამოსწორდა და ასე თუ ისე, ფინანსური მდგომარეობა გამიუმჯობესდა (გაუმჯობესებაში 1000 ლარის გადახდის შესაძლებლობას ვგულისხმობ წელიწადში), გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ სწავლა გამეგრძელებინა აგრარულ უნივერსიტეტში.

ერთი ლამაზი დღის გათენებისთანავე წავედი აგრარულ უნივერსიტეტში და მივაკითხე საინფორმაციო ოთახს. იქ მისულის კი სასწავლო პროცესების მართვის თანამშრომელი მაწვდის ინფორმაციას, რომ ჩაბარებულ ფაკულტეტზე სწავლას ვერ გავაგრძელებ. გაუქმებულია.  ამიტომ მთავაზობს უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ ფაკულტეტზე გადასვლას. ამ დროს ძალიან ვიბნევი. ვუსვამ ერთ კონკრეტულ შეკითხვას “რამდენი ლარის გადახდა მომიწევს სხვა ფაკულტეტზე თუ დაგთანხმდით?” თავში მიტრიალებს რომ წელიწადში 1000 ლარზე მეტის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს, არ მაქვს, არ მაქვს და ვნატრობ მოხდეს სასწაული და მითხრან დამაკმაყოფილებელი პასუხი, როგორც მაშინ ბენდუქიძემ. საბოლოოდ პასუხს საერთოდ ვერ ვღებ, რადგან თითოეულ ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის საფასური განსხვავებულია და გააჩნია რომელ კურსზე დამსვამენ იმის მიხედვით დამიდგენენ სწავლის ქირას. ვბრუნდები სახლში თავგზააბნეული და ვფიქრობ რა მოვუხერხო უმაღლეს განათლებას, რომელიც სამართლიანად მეკუთვნის და ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ფაკულტეტი გამიუქმეს. მივდივარ დასკვნამდე, რომ ზოოტექნიკურთან მიახლოებულ ფაკულტეტზე უნდა გავაგრძელო სწავლა და რადგან მსგავსი ფაკულტეტი ორია, მომიწევს არჩევანი ფასს შორის გავაკეთო. ვჯდები კომპიუტერთან და ვაგზავნი წერილს სასწავლო პროცესების მართვის თანამშრომელთან.

agraruli universiteti

უკან დაბრუნებული პასუხი  აფექტში მაგდებს და ძალიან ვბრაზდები, რომ, თურმე 2 წელი ტყუილად მივლია ლექციებზე, გამიუქმეს ფაკულტეტი, მესამე კურსზე ვერ გავაგრძელებ სწავლას, ტყუილად მისწავლია, ტყუილად გადამიხდია ორი კურსის 2000 ლარი  და ახლა უმაღლესი განათლების გარეშეც ვრჩები, იმის გამო რომ ახალ ფაკულტეტზე პირველი კურსიდან სწავლის დაწყებისთვის არ გამაჩნია 2450 ლარი და შემდეგი მეორე კურსისთვის 2450 ლ, მესამე კურსისთვის 2450 ლ და მეოთხე კურსისთვის 2450 ლ, ანუ ჯამში 9800 ლარი უახლოეს 4 წელში.agraruli universiteti2

პასუხი რა თქმა უნდა არ მიმიღია. საბლოლოო ჯამში ბენდუქიძის მიერ ნათქვამი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში დაბრუნებულს სულ სხვა რამ, გაუქმებული ფაკულტეტი და ქუჩაში დარჩენილი სტუდენტის პერსპექტივა მაქვს.

მოვითხოვ:

  • ან ძველი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაკულტეტზე დავიწყებ სწავლას აგრარულ უნივერსიტეტში.
  • ან 2000 ლარის დაბრუნებას, რომელი თანხითაც მიღებული განათლება არაფერში მადგება თურმე.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to ქუჩაში დარჩენილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი

  1. Mao says:

    კონტრაქტში ის არ გეწერა რომ თუ აკადემიურს აიღებდი , შემდეგ რა დროსაც მოისურვებდი სწავლის გაგრძელებას იმ წლით დადგენილი საფასურის გადახდა მოგიწევდა )) ეგ ბენდუქიძესთან კი არ უნდა გაგერკვია კონტრაქტი უნდა წაგეკითხა კარგად )))

  2. siyvarulovna says:

    ადო,
    შენი უნივერსიტეტი აღარ არსებობს. ის რაც ეკუთვნოდა სახელმწიფოს ეხლა კერძოა. შესაბამისად უნდა გააუქმებს იქ ფაკულტეტს, უნდა თავდაყირა დააყენბს და უნდა ფასს გაზრდის, ან დაკლებს. შენი ფაკულტტი რომ არ გაუქმებულიყო მაშინ ისწავლიდი 1000-ლარად, მაგრამ რახან გაუქმნდა შენც ჩვეულებრივი სტუდენტი ხარ, რომელიც ირჩევს სხვა ფაკულტეტს და ბუნებრივია რომ სხვა ფაკულტეტზე დაჯდები ბევრით უკანა კურსზე, იმიტომ რომ საგნები არ გაქვს გავლილი ის რაც საჭიროა. იმ ფაკულტეტზე სადაც დაჯდები გადასახადი არის მაგდენი, ან გადაიხდი, ან არა. კერძო დაწესებულებაა და შენ ვერაფერს ვერ მოითხოვ, სამწუხაროდ. ისევე როგორც ვერაფერი შესძლეს თეუსუს დეკანატმა როცა თსუს შეუერთეს.

  3. Mari says:

    რაც გავლილი გაქვს, ის საგნები არ გადგება არც ერთ ფაკულტეტზე? ვეთანხმები ნათიას, ვერაფერს იზამ.:/

    • ადო says:

      სასწავლო კურსების ჩამონათვალს რომ გადავხედე სხვა ფაკულტეტებზე, ჩემს მიერ გავლილი საგნების მცირე ნაწილი აკმაყოფილებს ახლანდელ საბაკალავრო პროგრამას.

  4. Anonymous says:

    ასეთ შემთხვევაში კერძო არაფერ შუაშია, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იგივე პირობებში მოგიწევდა სწავლის გაგრძელება.

  5. BigCrow says:

    აი ეს “მოვითხოვ” მაგარია. შემოვლენ ახლა, წაიკითხავენ და დაგაკმაყოფილებენ, უეჭველი.

  6. niksologi says:

    “პასუხი რა თქმა უნდა არ მიმიღია.”
    – Shit!

    და კონტრაქტში რამე ხელჩასაჭიდი არაფერი წერია?
    სამართკევრივ ამბავში რო წაგადგეს?

    აი ეს ვერაფერს იზამ კერძოა – კლავს!
    რას ქვია?! ჩემი უფლება არ ირღვევა?
    ასე დატოვება ნაღდად არ ივარგებს მიაწექი ბოლომდე თუ კი ოდნავ მაინც გაქვს რამე შანსი ადო

  7. Lily says:

    ადო, მოგესალმებით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან !
    ჩვენთვის ყველა სტუდენტი მნიშვნელოვანია ! განსაკუთრებით კი ისეთი სტუდენტები არიან მნიშვნელოვნი, რომელთაც ასე სურთ სწავლა !
    მობრძანდით აუცილებლად აგრარულ უნივერსიტეტში და მოვიფიქროთ, რომელი ვარიანტი უფრო მისაღები იქნება თქვენთვის; ცხადია, ყველა კრედიტი, რომელიც უკვე გაქვთ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული!

    ზოოტექნიკური ფაკულტეტი არავის გაუუქმებია! პირიქით, აკრედიტებულია და მოქმედებს ვეტერინარული და ზოოტექნიკური ახალი პროგრამა, რომელიც ორივე ამ სპეციალობაში ამზადებს სტუდენტებს. ასევე, შევქმენით ვეტერინარული კლინიკა – სადაც სტუდენტები ჩაატარებენ კვლევებს და გაივლიან პრაქტიკას !

    მოკლედ, გელოდებით: l.begiashvili@agruni.edu.ge

    • ადო says:

      მადლობა გამოხმაურებისთვის. მეილზე მოგწერეთ და დავაზუსტოთ დეტალები შეხვედრასთან დაკავშირებით.

  8. Anonymous says:

    იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყონ თითოეულ სტუდენტს, მისცენ განათლება პირიქით აკეთებენ..ტფუი მართლა ამათ!!!

  9. litterator says:

    აჰა გამოგეხმაურნენ უკვე, აბა გაგვაგებინე შემდგომი ამბები ^_^

  10. gorgiladze says:

    ამხელა პასქვილის დაწერას, ერთი მესიჯი მოგეწერათ ჩემთვის, ან დაგერეკათ. ფეისბუქზე მოგწერეთ დეტალები, დავილაპარაკოთ და დაგეხმარებით🙂

  11. Anonymous says:

    აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელს!

    სასაცილოა, როდესაც ამბობთ “ჩვენთვის ყველა სტუდენტი მნიშვნელოვანია”.
    გულში ჩაიხედეთ და ისე, თქვით რამდენი სტუდენტი გაყარეთ უსამართლოდ, ვითომ განათლებული კადრების წყალობით?
    აღიარებთ, საერთოდ უსამართლოდ გაყრილი სტუდენტები, რომ არიან აგრარულიდან?
    რაც შეეხება თემას – ავტორი ამბობს, რომ მისი სპეციალობა გააუქმეს, უარყოფთ ამას?
    რამდენი სპეციალობა გააუქმეთ უნივერსიტეტში და გადაყარეთ ბავშვები სხვადასხვა სპეციალობებზე?

    • Lily says:

      ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ, როგორც ჩანს, არ გაქვთ სწორი ინფორმაცია; ჯერ მარტო დაფიქრდით, როგორ უნდა აწყობდეს უნივერისტეტს სტუდენტების გარიცხვა, როდესაც სწორედ ამ სტუდენტების წყალობით იღებს უნივერსიტეტი დაფინანსებას? ანუ, თქვენი აზრით, აგრარული უარს ამბობს დაფინანსებაზე? არა, ბატონო ! აგრარულიდან გაირცხნენ ის სტუდენტები, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს 5 და მეტი გამოცდის ჩაბარება ! ესაა პრობლება! ხოლო თუ ვინმეს სწავლა არ უნდა – მისი ადგილი არის უნივერსიტეტში?

    • Lily says:

      ჰო, კიდევ ერთი: წლების მანძილზე სასოფლო თუ სახელმწიფო აგრარულში არსებობდა თქვენს მიერ დასახელებული “ყველა სპეციალობა” – და როგორ გგონიათ, მხოლოდ არსებობაა საკმარისი? და როგორი იყო ამ დროს სტუდენტების განათლების დონე? აი, ჰკითხეთ თუნდაც ამ ბლოგის ავტორს და ის უფრო უკეთ გიპასუხებთ და მოგიყვებათ საინტერესო ისტორიებს! სამწუხაროდ, მხოლოდ სპეციალობების უხვად არსებობა არ ნიშნავს განათლების მაღალ ხარიხს ! თორემ მრავალრიცხოვანი სპეციალობების შემოღებაზე ადვილი რა არის?
      და კიდევ: ზოოტექნიკოსის სპეციალობა არავის გაუუქმებია ! ეს არის ტყუილი და ძალიან გთხოვთ, ნუ ახდენთ ამ ტყუილის ტირაჟირებას !
      თუ მართლა გულით გაინტერესებთ, რა ხდება დღეს აგრარულ უნივერსიტეტში, დამიკავშირდით ნებისმიერ დროს და მობრძანდით ჩვენთან, დაგათვალიერებინებთ ყველა აუდიტორიასა თუ ლაბორატორიას დიდი სიამოვნებით ! დამიკავშირდით ნებისმეირ დროს და თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით და მერე ვიკამათოთ !

      • Anonymous says:

        1.როგორც ყოველთვის გამოირჩევით ფასადური სიმშვიდით!
        პასუხობებიც კი მხოლოდ პიარზე გაქვთ აწყობილი. “აგრარულიდან გაირცხნენ ის სტუდენტები, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს 5 და მეტი გამოცდის ჩაბარება” – მწუხარების არაფერი გეტყობათ, 2012 წლის სექტემბერში უნივერსიტეტში მისული რამდენი სტუდენტი გააბრუნეთ უკან სახლში, იმ მიზეზით, რომ ვითომ მათ 5 საგანი “შეეტენათ” და გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მოხდა შეცდომით ნიშნების გადატანა, და უნებლიეთ “გაგერიცხათ” სტუდენტები? ამაზე რას იტყვით? (ალბათ, საჩვენებლად დაპატიჟებთ სტუდენტებს უნივერსიტეტში, პრობლემის მოსაგვარებლად ხომ?) გარიცხვის ოქმს, რომ ადგენთ, მაშინ რატომ არ ეპატიჟებით სტუდენტს და არ ესაუბრებით, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგები?
        2.კარგია, თავად რომ აღიარეთ სპეციალობების გაუქმება და იძულებული გახადეთ სტუდენტები სხვა სპეციალობაზე გადასულიყვნენ, იმ დროს როდესაც სტუდენტები სწავლობდნენ და ხელშეკრულებებიც გაფორმებული იყო სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის. (ფაქტობრივად სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულებები უგულებელყავით)
        3.არაფრის ტირაჟირებას არ ვახდენ, განა ავტორმა არ დაწერა შენდეგი: “იქ მისულის კი სასწავლო პროცესების მართვის თანამშრომელი მაწვდის ინფორმაციას, რომ ჩაბარებულ ფაკულტეტზე სწავლას ვერ გავაგრძელებ. გაუქმებულია. ამიტომ მთავაზობს უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ ფაკულტეტზე გადასვლას.” – ახლა ვინ ცრუობს, მე თუ თქვენ?
        ისე, ეს კაი იცით “დაგათვალიერებინებთ ყველა აუდიტორიასა თუ ლაბორატორიას დიდი სიამოვნებით !” – ამის მეტს სხვა ვერაფერს წერთ, აბა იმას ხომ არ დაწერთ სტუდენტებს გავლილი საგნები თავიდან გაატარეთ და წლიური გადასახადი იგივე გამოართვით! სტუდენტმა საგანი ჩააბაროს – კრედიტი აიღოს და კიდევ თავიდან გაატარონ საგანი, მე არ გამიგია, თუ ვინმემ გაქვთ გაგონილი – ბოდიშს მოვიხდი!

  12. akunkula says:

    ადო წარმატებები. იმედია, მოგვარდება შენი პრობლემა:/

  13. Ibi says:

    წარმატებებს გისურვებ ^^

  14. ამის ავტორო მაგარი ტიპი ხარ. ჯერ კონტარქტი წაგეკითხა და მერე საქართველოს კანონები წაიკითხე. შენი ფაკულტეტი რომ გა8უქმდა კახას ბრალი კი არაააა უბრალოდ მაგაზე 1 კაციცი აღარ აბარებს და მაგიტომ გაუქმდა. იგივე კურსზე ვერ დაჯდები იმიტომ რომ უამრავ ახალ და საინტერესო საგანს ასწავლიან და შენ ეგ არ გაქვს გავლილი. კახას ბრალი არააა რომ აბიტურიენტების უმეტესობა იდიპოტია და ბიზნესის ფაკულტეტის გარდა სხვების კითხვა არ იცის.

    • ადო says:

      “კახას ბრალი არაა” , “კახას ბრალი არაა”… სადმე კითხულობ რომ კახას ვადანაშაულებ, ან სხვებივით იუდას ვეძახი? ერთი კაციც თუ აღარ აბარებს ახლა, ეგ იმას არ ამართლებს მე რომ ქვუჩაში ვრჩები და ვეღარ ვიღებ უმაღლეს განათლებას.
      ძალიან ადვილია თქვენთვის კომენტარების წერა.
      შეშვით ლაქიობას, სანამ სხვას ჭკუას დაარიგებდე(თ)!

  15. Pingback: ქუჩაში დარჩენილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი

  16. თამარი says:

    მე რო ბენდუქიძე ვიყო საერთოდ უფასოდ გასწავლიდი, მადლს მოვისხავდი. ველი შემდეგ პოსტს როგორ განვითარდება მოვლენები!!

  17. temuchin says:

    ადო, საიდან მოიტანე რომ შენი ფაკულტეტი გაუქმდა?
    შესულიყავი უნივერისტეტის საიტზე და გენახა😀 რაც დაწერე იმის რამდენი პროცენტია სიმართლე?😀 შენ თუ სკანდალი და ბევრი ვიზიტორი გინდოდა ბლოგზე, გეთქვა😀😀
    რაც შეეხება მოთხოვნებს ძალიან არაადეკვატურია.
    კახასთან შეხვედრაზე მეც ვიყავი და მას არ უთქვამს რომ სწავლა ვინმესთვის იქნებოდა 1000 ლარი და გინდაც ეთქვა, რატომ უნდა იყო შენ გამონაკლისი ვერ ვხვდები.
    ჰო კიდე კერძო უნივერსიტეტი არაფერ შუაშია საგნებზე სახელმწიფოშიც იგივე სიტუაცია იქნებოდა.
    მოკლედ ეს პოსტი ჭიანჭველას სპილოდ ქცევაა და სხვა არაფერი

    • ადო says:

      თემუჩინ, შენგან განსხვავებით ვებგვერდზე არ შევდივარ და იქ არ ვამოწმებ უქმდება თუ არა ფაკულტეტი. მივდივარ უნივერსიტეტში და ვეკითხები, იდეაში კომპეტენტურ ადამიანებს (სასწავლო პროცესების მართვის თანამშრომელი) რომ სწავლის გაგრძელება მინდა, პასუხად კი მეუბნებიან რომ ჩემი ფაკულტეტზე სწავლას ვერ გავაგრძელებ, რადგან აღარაა მიღება, ამჟამად მხოლოდ მეოთხე დამამთავრებელი კურსია დარჩენილი. შესაბამისად იგივე ფაკულტეტზე ვერანაირად გავაგრძელებ სწავლას მესამე კურსზე.
      ისე, სანამ კომენტარს დაწერდი და რჩევას მომცემდი შეგეძლო თავად შესულიყავი ვებგვერდზე და გადაგემოწმებინა არის თუ არა მიღება ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე😉 http://www.agruni.edu.ge/index.php?cat=60&menuid=faculty&mainid=179
      მეტი განმარტებისთვის: ზოოტექნიკური ფაკულტეტი ბაკალავრზე აღარ არის. არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში შეტანილი. პროფესიული განათლება კი აკადემიური უმაღლესი განათლება არაა.
      მე ვიცი შენი ჩემს მიმართ დამოკიდებულება, ასევე ძალიან კარგად გიცნობ მე. სულაც არ გამკვირვებია შენი ირონიული კომენტარი.
      მადლობა გამოხმაურებისთვის, შენგან განსხვავებით არაირონიულად და პატივისცემით!

    • ადო says:

      კახას კომენტარს რაც შეეხება, მან ის თქვა რაც მიწერია პოსტში. სწავლას თუ გავაგრძელებ გადავიხდი კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას!
      ასე რომ, თემო, მოდი შევეშვათ ნიშნისმოგებითა და ირონიით აღსავსე კომენტარებს თავი განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩახედული არ ხარ საქმეში😉

  18. Anonymous says:

    მაინტერესებს რამდენი საგანი უნდა დარჩეს სტუდენტს რომ გარიცხონ აგრარული უნივერსიტეტიდან……

  19. Pingback: აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი | ადო'ს პირადი ბლოგი

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s