აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი


ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, არ დამტოვეს უყურადღებოდ. რამდენიმე ადამიანი დამპირდა პრობლემის მოგვარებას, რის შემდეგაც აგრარულ უნივერსიტეტში შეხვედრაზე დამიბარეს.

agruni

ერთ-ერთი გამოხმაურება აგრარული უნივერსიტეტიდან

შეხვედრა იმის განმარტებით დაიწყო, რომ ზოოტექნიკური ფაკულტეტი არ გაუქმებულა. რამდენიმე პროგრამა გაერთიანდა, განახლდა და  ფაკულტეტს შესაბამისი სახელი დაერქვა  – ვეტერინარია-მეცხოველეობა. ხოლო მეორე, მესამე კურსი  იმიტომ არ არის, რომ ამ ფაკულტეტზე შესაბამის წლებში 0 სტუდენტი ჩაირიცხა. ზუსტად ამიტომ შემომთავაზეს სხვა ფაკულტეტი, მესამე კურსის არარსებობის გამო.

კონტრაქტს რაც შეეხება, რომელიც ჩემსა და საქ. სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის შედგა 2007 წელს, ხელის მოწერის დროს არ წამიკითხავს, არც მეორე ეგზემპლარი მოუციათ გაგებაში რომ ვყოფილიყავი რა უფლებები მქონდა,  გარკვევით წერია: “აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტი სწავლის გაგრძელების შემთხვევაში იხდის საფასურს მოცემულ კურსსა და სპეციალობაზე მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით”.

საბოლოოდ, შეთანხმება შედგა ჩემსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის. ნასწავლი საგნების 120 კრედიტი ჩამითვალეს და გადავედი ძალიან მაგარ  ფაკულტეტზე (კვების პროდუქტების ტექნოლოგიები). კონტრაქტის თანახმად მომიწევს 2250 ლარის გადახდა, რომლის ნაწილსაც შემოთავაზებული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების ხელფასით გადავიხდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჩემი პრობლემის განხილვისათვის, ასევე იმის გათვალისწინებისთვის, რომ წლიური სწავლის ქირის გადახდა გამიჭირდებოდა და სანაცვლოდ საზაფხულო სტუდენტურ დასაქმებას დამპირდნენ.

იმდენად აღფრთოვანდი მათი თანადგომით, რომ ემოციების გამოხატვის თავშეკავებისგან ძლივს დავწერე განცხადება კვების პროდუქტების ტექნოლოგიებზე გადასვლის შესახებ. ახლა დროა მომავალი ჯგუფელები გავიცნო და მოვემზადო 24 თებერვლისთვის. მე ისევ სტუდენტი ვარ და ვაგრძელებ სწავლას ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში :> ! შეგიძლიათ წარმატებები მისურვოთ🙂

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის პოსტი

  1. Ibi says:

    ძალიან სწრაფად ჩავიკითხე პოსტი და გამიხარდა ^__^ გილოცავ და წარმატებები❤

  2. Nat Noideaz says:

    გამიხარდა.🙂
    წარმატებები!

  3. Any says:

    გილოცავ და წარმატებებს გისურვებ!! ♥♥

  4. წარმატებები :))

  5. tsotnee says:

    ვიყენებ შესაძლებლობას და წარმატებას გისურვებ! გილოცავ!🙂

  6. niniTo says:

    მეც გილოცავ, გამიხარდა: )

  7. akunkula says:

    რა კარგია ^^
    წარმატებები ადო ^_^

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s