ნუ შეეხებით ჩვენს მომავალს!


ვინც აგრარული უნივერსიტეტს თავს ატეხილ ამბებს თვალს ადევნებს, ან ერთხელ მაინც მოუსმენია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრალდების შესახებ, რომელიც გადაუხდელობის გამო 609 სტუდენტის გარიცხვას გულისხმობს, მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან სულელური ტყუილი.

გადავწყვიტე როგორც ასე თუ ისე სიტუაციაში გარკვეულმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა და ბლოგერმა რამდენიმე სტუდენტს გავსაუბრებოდი და გამერკვია, რა ხდება მათ სტუდენტურ ცხოვრებაში, რაიმე შეღავათი თუ არის დაშვებული ადმინისტრაციისგან და რა ხდება, როცა სტუდენტს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სწავლის ქირა, როგორ შეფასებას მისცემდნენ ადმინისტრაციის ქცევას მათდამი? პოსტიდან დასკვნები თავადვე გააკეთეთ, ჭამს თუ არა სტუდენტებს აგრარული უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანო, თუ შეძლებისდაგვარად უდგას მათ მხარში.

აგრარულიდან ფინანსური დავალიანების გამო “გარიცხული” სტუდენტები:

ნესტან ჭამიაშვილი. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების  II კურსის სტუდენტი.

აგრარულ უნივერსიტეტში 2011 წელს ჩავაბარე. კარგად ვსწავლობ და ამავდროულად ვმუშაობ ბიბლიოთეკაში. დამასაქმა ჩემმა ლექტორმა ბესო ნამჩავაძემ, რომელიც მუშაობს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში. 2012 წლის 10 დეკემბერს, უბედური შემთხვევის გამო, დამეწვა სახლი და ვარ სოციალურად დაუცველი.  ჩემმა მეგობრებმა უთხრეს ბესო ნამჩავაძეს და სთხოვეს დახმარება. ბესომ გადაწყვიტა, რომ ამით მაინც გაეკეთებინათ ჩემთვის შეღავათი. გადავწყვიტე ეს ხელფასი პირდაპირ გადარიცხულიყო ჩემი სწავლის საფასურში, რადგანაც არ შემეძლო სწავლის საფასურის გადახდა. მუშაობა დავიწყე 19 მარტს და, როგორც ამბობენ, გაგრძელდება 2 თვე. ჩვენ სახლი დაგვეწვა და ვართ დაზარალებულები, ამიტომ, წესით სახელმწიფომ უნდა ჩამირიცხოს სწავლის გადასახადი. ველი როდის ჩამირიცხავენ, თუ ასე არ მოხდა, მომიწევს თავად დავფარო სწავლის საფასური. ჯერჯერობით სხვა სამსახური არ ჩანს და იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება. ოჯახში 4 დედმამიშვილი ვართ და მშობლები, რომლებიც უმუშევრები არიან. სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ამ სამსახურის დასრულების შემდეგ არ ვიცი როგორ შევძლო სწავლის საფასურიის გადახდა, ან თავის რჩენა.

ჯუღელი ნინო 42 წლის.  სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი.

ჩაირიცხა ეროვნული გამოცდებით. აქვს 30% დაფინანსება. დაოჯახებულია, ჰყავს  2 სტუდენტი შვილი. აქვს პირველადი პროფესია, ფეიქარ-ინჟინერია. თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. „დეკანმა გვითხრა, რომ დასაქმების მსურვალთა სია დგებოდა. ჩავეწერე სიაში და ორი დღის შემდეგ დამიკავშირდნენ. ჩემი მხრივ მოტივაცია, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე იყო. 90- იან წლებში დავამთავრე და მოგეხსენებათ მაშინდელი მოვლენები, დაინგრა მსუბუქი მრეწველობა. ვფიქრობ, რომ ვეტერინარია უფრო პერსპექტიულია და უფრო მეტად გამოვიყენებ. ჩვენ მცირე ოჯახური ბიზნესი გვაქვს ვეტერინარიის განხრით და ჩემი პროფესია ხელს მიწყობს. ამ პროფესიის არჩევა ოჯახური ბიზნესის გაძლიერების მიზნისთვის ავირჩიე. სამსახურით მიღებული თანხა დამეხმარება დავფარო სწავლის ქირა. აგრარული უნივერსიტეტი ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს. ეს სამსახური რომ არ ყოფილიყო გაჭირვებით რამეს მოვახერხებდი, მაგრამ რადგან რეალური შანსი გამიჩნდა და ძალიან მიხარია. ოჯახის საერთო ბიუჯეტს რომ არ მოვაკლებ ჩემი სწავლის ფულს ეს დიდი შეღავათია“.

სალომე წამალაშვილი მეოთხე კურსი/ საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი

დეკანმა გვითხრა, რომ გვაქვს შანსი საკუთარი სწავლა დავაფინანსოთ ჩვენივე შრომით მიღებული ხელფასით. მყავს მცირეწლოვანი შვილი.  აქ მუშაობა ერთგვარი გამოცდილებაც არის ჩემთვის, ხალხთან ურთიერთობასაც მაჩვევს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დამეხმარნენ და ხელი გამიმართეს. აქ არ არის არაფერი სათაკილო, პირიქით, მომწონს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც უნივერსიტეტს სჭირდება.

თინათინ სოლოღაშვილი აგროსაინჟინრო/მეოთხე კურსის სტუდენტი/ელექტროფიკაციის სპეციალობით.

დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიწყებ სამსახურს. აქ მუშაობა წამახალისებელია ჩემთვის. ხელფასით, სავარაუდოდ, სწავლის საფასურს გადავიხდი. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ საკუთარი სწავლის საფასურის დაფარვაში და მხოლოდ ჩემი მშობლების გადასახდელი არაა.

გიორგი ზურაბიანი სატყეო ფაკულტეტი/მესამე კურსი

მეორე დღეა რაც დასაქმებული ვარ. აქ მიღებული ანაზღაურებით ვაპირებ საკუთარი სწავლის დაფინანსებას. ეს სამსახური რომ არ ყოფილიყო, სხვა გზების გამოძებნა მომიწევდა რომ დამეფარა სწავლის გადასახადი. 2009 წელს, როდესაც ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში განათლების მინისტრი იყო ნიკა გვარამია. მას ჰქონდა პროგრამა, რომლითაც მთიან რაიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტრუდენტები ფინანსდებოდნენ. ერთ-ერთ კატეგორიაში გავდიოდი მეც. პირველი სემესტრი გავლილი მქონდა და ფულს არ ვიხდიდი, მეგონა რომ ვიყავი დაფინანსებული. შემდეგ მოვიდა შაშკინი და ეს დაფინანსება მომიხსნეს. ავიღე აკადემიური შვებულება, ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, შევაგროვე სწავლის ფული და ახლა ვაგრძელებ სწავლას. ამ სამსახურით მომავალი წლის გადასახდელ თანხასაც შევაგროვებ.

მარიამ ლომიძე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი/მესამე კურსი.

“დასაქმებული ვარ შპს თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში, პროექტი „დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება“ და იქ ვარ გაყიდვების მენეჯერი. გამოცხადდა გასაუბრება. მივედი გასაუბრებაზე, თუმცაღა ძალიან ცოტა დამაკლდა რომ მოვხვედრილიყავი პირველ ნაკადში. თავდაპირველად აიყვანეს 4 კაცი და იმ ოთხ კაცში ვერ მოვხვდი. მერე მალევე გამოაცხადეს მეორე გასაუბრება და მეორე გასაუბრებაზე მოვხვდი. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ მხრივს რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით სულ ტრენინგები გვიტარდებოდა, სწავლაც მიხდებოდა. თუმცაღა, ახლა უკვე ჩავჯექი რეჟიმში. ეს სტაჟირება ჩემს პროფესიულ განვიათარებას უწყობს ხელს. მინდა, რომ როცა ბაკალავრიატს დავამთავრებ, გარკვეულ თანამდებობაზე მქონდეს პრეტენზია, ჩემი სამსახურით კი პირველ ნაბიჟებს ვდგამ ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდი ამ პროექტს, რომ მიმიღო და მომცა შანსი ვიმუშაო და მივიღო ამხელა გამოცდილება და ცოდნა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა გაყიდვები და ახლა აღმოვაჩნე, რომ ძალიან ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი ყოფილა. ხელფასი გვაქვს, მაგრამ სიმბოლური, რომ დავაფინანსოთ ჩვენი ხარჯები, გზის ფული, კვების ფული და ა.შ. ასევე, ექსპერტებად არიან აყვანილები ისინი, რომლებმაც ჩვენამდე დაიწყეს მუშაობა, ანუ წარმატებულ კანდიდატებს სთავაზობენ დაიწყონ მუშაობა კარგ პროექტში თუ აქვს მოტივაცია, სურვილი და ცოდნა.”

მარიამი და სოფიკო სამსახურის ტერიტორიაზე

მარიამი და სოფიკო სამსახურის ტერიტორიაზე

 სოფიკო სოსელია ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი/მესამე კურსი.

“ეს იყო პირველი შანსი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტისათვის, რომ ასეთ ფართომასშტაბიან პროექტში ჩავბმულიყავი. როგორც იცით, მანამდე მსგავსი საშუალება არ გვქონდა. იმიტომ რომ ზუსტად ამ პროექტში (დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი) დასაქმებულები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს იყო შანსი აგრუნის სტუდენტებისთვის, გამოუცხადეს ნდობა და მოგვცეს საშუალება ფართომასშტაბიან პროექტებში დავსაქმებულიყავით. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, გვაქვს ამაყად იმის თქმის საშუალება, რომ ვიყავით ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, არა ხელფასის, არამედ გამოცდილების გამო. ეს არის პროექტი, რომელსაც მთელი საქართველო ძალიან მალე გაიცნობს, მე მეამაყება რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ! ზოგადად, თბილისში ეს არის ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი პროექტი – დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება.  აგრო ტექნოლოგიური ფაკულტეტიდან 8 სტუდენტი უკვე დასაქმებულია ამ პროექტში. მათი პროფესია მოთხოვნადი გახდა და ეს ჩანს.”

ნათია ვადაჭკორიას ინტერვიუს mp3 ვერსიით გთავაზობთ, არ შემეძლო მისი ემოციურიად მოყოლილი ისტორია ტექსტუალურ მასალად მექცია. ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია:

ანა ვასილცევი ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი.

აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე 2010 წელს. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, თუმცა აგრარულ უნივერსიტეტში მოვხვდი იმის გამო, რომ გამოცდებამდე 2 თვით ადრე მოვხვდი ავარიაში. მივიღე სხეულის მძიმე დაზიანებები. გავიკეთე რამდენიმე რთული ოპერაცია, მივიღე ტვინის შერყევა და ასე შემდეგ. ამის მერე, როდესაც გავედი ეროვნულ გამოცდებზე მოხდა ისე, რომ როდესაც მომივიდა შედეგი – აგრარული უნივერსიტეტი,  რა თქმა უნდა, არავის გაუხარდა. არც მე გამიხარდა, რადგან ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ უნივერსიტეტად მთელ საქართველოში. ამის შედეგი ის იყო რომ საერთოდ არავინ მომილოცა. მაგ დროს კიდევ ერთი სტრესი მივიღე, რომ ამხელა ამბის შემდეგ ჩავაბარე, გრანტი ავიღე და მაინც არავინ მილოცა, იმიტომ რომ სასოფლოში მოვხვდი. მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩავირიცხე ჟურნალისტიკაზე, მაგრამ არ ვიცი როგორ, რანაირი წესებით დამსვეს ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩემი ნების წინაამდეგ, რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ შემოვედი აგრარულში მაგრად არ მომეწონა პირობები. ხელახალი სტრესის მიღება და წლის დაკარგვა არ მინდოდა, შესაბამისად, გავაგრძელე სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ვსწავლობდი მთლიანად 5 საგანს და აქედან მხოლოდ ეკონომიკას და მათემატიკას ჩემ პროფესიასთან დაკავშირებით. ეკონომიკა იყო ჩემთვის გაუგებარი, საშინელება. ერთი სიტყვით, როცა კახა ბენდუქიძემ შეისყიდა უნივერსიტეტი და ჩაგვიტარეს გამოცდები, აღმოჩნდა რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით. სასოფლოში იყო საშინელი პირობები, ელემენტარულად არ იყო ჰიგიენა, არ იყო დაცული სანიტარული პირობები. ფაქტობრივად, ვირთხებთან ერთად ვიჯექით ხოლმე როგორც გამოცდებზე, ისევე ლექციებზე. მახსოვს, რომ ბიჭები გამხმარი თაგვებით გვაშინებდნენ. ყველა ამბობდა, რომ გაკეთდა აგრარული უნივერსიტეტი. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ მთელი ზაფხული კეთდებოდა უნივერსიტეტი. როდესაც პირველად შემოვედი რესტავრაციის შემდეგ, ვთქვი, რომ ეს ის უნივერსიტეტი არ არის რომელშიც მე ჩავაბარე. რაღაც საოცრებაში მეგონა თავი. მეგონა სადღაც ევროპაში მოვხვდი. წინასწარ გაგვატარეს ტესტი, რომ ჩვენი ცოდის დონე გაეგოთ მათემატიკაში და ინგლისურში, ასევე, ეკონომიკაში და აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა არაფერი არ იცოდნენ. შესაბამისად, დავიწყეთ ორი კურსის ერთ კურსში გავლა. ყველაფერი ერთად უნდა გვესწავლა, რომ რაღაც ცოდნა მიგვეღო. ეს ყველაფერი მოხდა 3 თვეში და ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე გაცილებით მეტი ვიდრე მთლიანად პირველ კურსზე სასოფლოში.

შარშან პიარის განყოფილებამ შემოიღო სტუდენტებისთვის თანამდებობა, სადაც აგრარულის პიარის თანამშრომელს ვეხმარებოდი აგრარულის პიარის საქმეებში.  შემდეგ მოხდა ისე, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა შარშანდელი შრომა დამიფასა და წელს დამასაქმეს. ვარ მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზატორი და პიარმენეჯერის თანაშემწე. ძალიან კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ აგრარულმა მომცა შესაძლებლობა ბევრი რამ მესწავლა ჩემს პროფესიაში, ასევე, მიმეღო გამოცდილება.

ნინო ტალაბაძე ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი.

ამჟამად ვმუშაობ აგრუნის ბიბლიოთეკაში. ვახარისხებ წიგნებს, ვალაგებ, ვაწყობ და, ასე ვთქვათ, აღვრიცხავ. მიხდიან ხელფასს, რომელიც მეხმარება, რომ გადავიხადო სწავლის გადასახადი. ასევე, სტაჟირებას გავდივარ თავისუფალ უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, სადაც საშუალება მეძლევა, რომ პრაქტიკა გავიარო ჩემი სპეციალობით. მაქვს გასაუბრებები სასტუმროებთან, ასევე, ისეთ ადამიანებთან, ვისაც სჭირდება ცოდნა და არა რაიმე შენებური ხედვა. ანაზღაურება არ მქონია, მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობები გამომდიოდა და აქ ამიყვანეს შტატში. დილით მოვდივარ სამსახურში, შემდეგ ავდივარ ლექციებზე. არანაირად არ მიშლის სწავლაში ხელს.

ეკატერინე ბლიაძე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. მესამე კურსის სტუდენტი.

უკვე ორი თვეა რაც დასაქმებული ვარ აგრარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დირექტორმა შემომთავაზა სამსახური და სიამოვნებით დავთანხმდი. ზაფხულში ელექტრონული წიგნების შექმნაში ვეხმარებოდი ბიბლიოთეკას და ასე თუ ისე გამოცდილება მქონდა, აქედან გამომდინარე, მეც ამიყვანეს. სულ ახლახანს აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ზოგიერთი არის საუკეთესო სტუდენტი, კარგად სწავლობს, ზოგი კი სოციალურად დაცველობისა და ფინანსური პრობლემების გამო.

ლაშა ხუციშვილი, აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი.

ჩემი პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტამდე სხვა უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავწერე. ბოლოს მივხვდი იმას, რაც ისედაც ყოველთვის ვიცოდი, უბრალოდ, პროფესიულ ინტერესებში ვერ ვითვალისწინებდი ამას, მე მეცნიერული მოწოდებით ვარ დაბადებული. მეცნიერ-გამოგონებლად! მოკლედ მალევე მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი, არასწორი არჩევანი რომ გავაკეთე და მათემატიკის გამოცდაზე (მათემატიკით ვირიცხებოდი სხვა უნივერსიტეტში) პასუხების ფურცელზე პასუხები აღარ გადავიტანე, უბრალოდ ინტერესისთვის გავედი გამოცდაზე. აგრარულ უნივერსიტეტში ჩავირიცხე ფიზიკის გამოცდით და ვაჩვენე ისეთი შედეგი, რომლითაც 100% თუ არა 75% დაფინანსება მაინც მქონდა გარანტირებული. თუმცა საინჟინრო ფაკულტეტზე ფიზიკით ჩარიცხულ ხუთ სტუდენტს შორის მხოლოდ მე ვარ უგრანტო. არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი შეცდომის გამოა თუ საგამოცდო სისტემის ნაკლიცაა, მაგრამ მათემატიკის გამოცდაში ვითვლები „ჩაჭრილად“ (იცინის) და  შესაბამისად აღარანაირი მნიშვნელობა ფიზიკის გამოცდაზე ნაჩვენები შედეგის სიდიდეს აღარ აქვს.

როგორც სოციალურად დაუცველს მქონდა შანსი სამინისტროს დაფინანსებაში მოვხვედრილიყავი მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მოვხვდი, არც იყო რაიმე იმედი აქ: მხოლოდ და მხოლოდ ოცი სტუდენტი უნდა დაფინანსებულიყო.

ამ ყველაფრის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც იცოდნენ. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ მე, როგორც აგრარულის სტუდენტს მესწავლა ცოდნის ფონდის „ისწავლე და ასწავლე“ პროგრამით, რაც გადასახადის გადავადებას გულისხმობს. ამ ყველაფრის შესახებ მივწერე ბატონ კახას.  რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან და დამიბარეს ფაკულტეტის დეკანთან და ჩემი მომავალი სპეციალობის ხელმძღვანელთან. ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხებოდა, მივიღე ისეთი პასუხი, რომ არ უნდა მენერვიულა არაფერზე და გამეგრძელებინა სწავლა და მუშაობა იმ იდეებზე, რომლითაც უნივერსიტეტშიც მოვედი (ვგულისხმობ სტუდენტ გამომგონებელთა ინიციატივას). საერთოდ, მხარდაჭერასა და მზრუნველობას ადმინისტრაციის მხრიდან, პირადად მე, ყოველთვის ვგრძნობ.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დასაქმებული ვიყავი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების შესახებ ვიცოდი ბატონი კახას სატელევიზიო განცხადებიდან, იმის შესახებ, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან არამცთუ არასდოს არავინ არ გარიცხულა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, პირიქით უნივერსიტეტი სამუშაოს სთავაზობდა მათ ისეთი ანაზღაურებით, რომლითაც თვითდაფინანსებას შეძლებდნენ. ბუნებრივია, დავინტერესდი, მეც თუ შევძლებდი ბიბლიოთეკაში დასაქმებას, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ როგორც ბატონმა კახამ თქვა, სამუშაო სტუდენტებს სწავლაში არ შეუშლიდა ხელს. როგორც უკვე გითხარით, აღმოჩნდა რომ უკვე სიებში ვიყავი.

ჩემი დღევანდელი სამუშაო ბიბლიოთეკაში, ჩემთვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გარანტიაა.

და ბოლოს მინდა ვისარგებლო ამ ყურადღებით და  ყველაფერ ამისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განსაკუთრებით ბატონ კახას, რომლისადმი ჩემი უზომო მადლიერების გამოხატვას ყოველთვის საქმით უფრო შევეცდები ვიდრე უბრალოდ სიტყვებით…

ბონუსად:

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to ნუ შეეხებით ჩვენს მომავალს!

  1. Pingback: სიმართლე აგრარულ უნივერსიტეტზე |

  2. ძალიან კარგი ბავშვები❤

  3. presgeo says:

    oo dido kaxa shen rom ar iyo netav raiqneboda arcminda gavifiqro🙂

  4. presgeo says:

    eseni arian erteulebi da danacheni studentebi sad arian aw shecherbuli statusit ? amaze ver cems benduqa pasuxs:d … arad saintereso kitxvaa🙂

    • ადო says:

      გიორგი, მეც შემიძლია გავცე მაგ შეკითხვას პასუხი. მაგრამ რა აზრი აქვს, შენც მარგველაშვილივით და ბიძინასავით ვერ იტან ბენდუქიძეს და მისი სიძულვილის გამო წერ ასეთ კომენტარებს, ისევე როგორც მათ ავტორიზაცია გაგვიუქმეს კახას გამო.
      პასუხი: სტუდენტები რომლებიც ვერ იხდიან ფულს, მოსწრების გათვალისწინებით დასაქმებულნი არიან ბიბლიოთეკაში, ან სხვა პროექტებში. ყველას ვისაც პრობლემა აქვს საფასურის გადახდაზე, ბუნებრივია ვერ დაასაქმებენ. დანარჩენებს აქვთ შესაძლებლობა მომავალში დასაქმდნენ. არიან სტუდენტები, ვისაც უჩერდება სტატუსი გადაუხდელობის გამო კანონმდებლობის თანახმად, ასე ხდება ყველა უნივერსიტეტში. აგრუნის ვერ მოსთხოვს ვერავინ დაასაქმონ აბსოლიტურად ყველა, მაშინ როცა მაქსიმალურად გვერდში უდგას და ითვალისწინებს სტუდენტების პრობლემებს ადმინისტრაცია. ეს აგრუნის ადმინისტრაციის ვალდებულება არანაირ შემთხვევაში არაა, პირიქით კეთილი ნების გამოხატულებაა.სტატუს შეძერებული სტუდენტები არიან სახლში, ან გადავიდნენ გეპეიში სადაც აგრუნიდან დათხოვნილი ლექტორები ასწავლიან.
      კარგია ეს თემა რომ გაინტერესებს და ითხოვდი პასუხს🙂

      • presgeo says:

        გეთანხმები იმაში, რომ ეს კაცი არ მომწონს ნადვილად უფრო მეტიც …….
        კიდევ ვიმეორებ ძალიან გამიხარდა, რომ ავტორიზაციას ისევ მოგენიჭათ…….. გილოცავთ მთელი გულით:)

        ბენდუქიძეს მთავრი მიზანი არის შეუერთოს არგრარული ტავისუფალ უნის მტლინად თავის მმართველობაში მოაქციოს და ეს უნი ფაქტიურად გახადოს ბავშვებისთვის მოავალი სტუდენტებისთვის მიუწდომელი და ეს ძალიან ცუდია, ამიტომ ვამაღტლებ ყველაზე მეტად მარგველაშვილის მოქმედებას, რომ დაანახა, რომ დამთავრდა მისი ეპოქა და კანონი მისთვისაც კანონობს(მიუხედავად იმისა ეს დარღვევა დიდი იყო თუ პატარ) ამ კაცთან საჭირო იყო ასეთი მოქმედება !!

        მგონი გაიაზრა ყველაფერი!

        • აგრარული შეუერთოს თავისუფალს, რითაც მიუწვდომელი გახდება? რეებს ბოდიალობ შენ მაინც გჯერა შენი ნათქვამის? რანაირად უნდა შეუერთს აგრუნის თავისუფალს ვერ ვიგებ აგრონომებს ბიზნესის სწავლას დააწყებინებენ თუ? ლოგიკააა სადა თქვენს ნაწერში? უკვე მენანება ასეთი დაუნახავი ხალხისთვის ის კადრების რომეელსაც მალე აგრუნი გამოუშვებს.

  5. ბოლო დროის საუკეთესო პოსტი :))

    • ადო says:

      უნდა შეგეწინააღმდეგო🙂 საუკეთესო პოსტი არაა, უბრალოდ თემაა საუკეთესო ამ დროისთვის🙂

  6. KAKHA13 says:

    აშკარად საუკეთესო პოსტია და ადო ვიდეოში რატიპია😀😀😀

  7. natia says:

    mogesalmebit vswavlobdi agrarul universitetshi ekonomiur pakultetze meeqvse kursze gaviricxe, saxelmwipo gamocdis chabareba ver momixerxda,avto katastropis sapudvelze,wlebis ganmavlobashi sawols vikavi mijajuli, gavida wlebi da mivedi universitetshi rata gamerkvia ra xdeboda chems tavs,rom mivedi ase mitxres 10 welshi unda chateuli kavi agdgena rom gageketebinao,exla erovnul gamocdaze unda gaxvideooooooo,,, wlebia davdivar davitavje samsaxuri ver damiwyia diplomis gamo,, ragac sabuti xo sheidleba rom momcet,,, 6 weli sul 5 davamtavre da ese erti xelis mosmit yvelapris dakargva sheidlebaaaaaaaa,,, bevri vici erti dge ar usavliat da diplomebi udevt saxshiiiiii,,,, ra gavaketot aucileblad gaeces pasuxiiii
    chems txovnaas…….

    • ადო says:

      ეს 10 წელი, მინისტრის 2010 წლის ბრძანებით განისაზღვრა, უნივერსიტეტმა რომ აღგადგინოს და მოგცეს დიპლომი სამართლის დარღვევა იქნება. ამიტომ ვერაფერს იზამს ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი, ნათია. სამწუხაროა…

      • Anonymous says:

        ძალიან სამწუხაროა ნათიას ისტორია. – ადო სამართლის კლასიკური დარღვევის მაგალითია, როდესაც დიპლომს გასცემ პროცედურული ნორმების უხეში დარღვევით! ალბათ, ხვდები რომელ დიპლომზეც მაქვს საუბარი – თუ ვერ ხვდები ძალიან სამწუხარო იქნება.

        რაც შეეხება ამ ყბადაღებულ თემას სტუდენტების გარიცხვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტმა ეს სანქცია (სანქციის ამოქმედებას წინ უნდა უსწროდეს მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის სტუდენტის დაბარება და არც ერთ შემთხვევაში ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა.)

        P.S ცუდია, როდესაც უმაღლესეს სასწავლო დაწესებულებას არ აქვს გამართული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი და ამ დროს იგი დაკავებულია სტუდენტების გარიცხვით.

        • ხალხო არავინ გარიცხულა ფინანსური დავალიანების გამო. ამის არგუმენტი მარტივია. თუ ეს მართლაც ასე იყო მაშინ რატომ არ ეწერა იმ 85 გვერდიან იდიოტურ დასკვნაში, რასაც უნივერსიტეტის დასახურ ხარვეზებად მოიხსენიებოდა? მარგველაშვილი რომ რაღაცას იბოდიალებს მთელი საქარველო არ უნდა იმეორებდეს დამამტკიცებელი საბუთის გარეშე

  8. natia says:

    mogesalmebit, isev natia gawuxebt ar sheidleba rame sabuti rom momcet rom namdvilad gavlili maq 5 kursi srulad mushaoba rom daviwkoooo,,,,, es ver gamigia 10 weli iqneba tu 15 weli tqventvis ra minishvnelobaaaaaa,,ver vxvdebiii
    ra gavaketo gamagebineeeet

  9. natia says:

    ar sheidleba damakisro jarima,,,, an gamiketon gamonaklisi,,, ra gavaketo ese rogor sheidleba,, amdeni nerviulobit sheidleba gadavide chkuidaaaaaaaaannn,,,amdeni shroma sul wyalshi chamiyares…..

  10. natia says:

    mogesalmebiut ratom ar mcemt pasuxs,,,,, ra gavaketoo…
    .

    • Anonymous says:

      ნათია,

      ვფიქრობ, ჯობია უნივერსიტეტს ან/და განათლების სამინისტროს მიმაროთ კონსულტაციისათვის.

    • ადო says:

      ნათია, ჩემგან ნუ ელით პასუხს, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. სჯობს უნივერსიტეტში მიხვიდე და გაარკვიო, შესაძლებელია თუ არა შენი დახმარება.

  11. Anonymous says:

    გამახსენდა ერთი ადამიანის მოწოდება – “ჯერ კონტარქტი წაგეკითხა და მერე საქართველოს კანონები წაიკითხე.” წესით, მოქ. რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, მას სხვაზე უკეთ უნდა ესმოდეს საქართველოს კანონებს – რაც მის ცოდნაში არ იკვეთება. ალბათ, ზოგიერთვისათვის მართლაც “იდიოტურია” დასკვნა, იმიტომ რომ ოქმის წაკითხვის საშუალება/უნარი ან სურვილი არ გააჩნია.

    ოღონდ, “კახას ბრალი კი არაააა” – “კახას ბრალი არააა”, ეგ არ მომაძახოთ! (ეს ისე ხუმრობით, იმედია არ მიწყენ(თ)

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s