ისეთ საზოგადოებაში, სადაც…


  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც საკუთარი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენას “ბოზობაში” არ ჩამითვლიან.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც “ასავალ დასავალს” არ წაიკითხავენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც სტერეოტიპული აზროვნება მინიმუმამდე დაიყვანება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც სხვის მიერ ნათქვამი არგუმენტის დაზეპირებით არ დამიმტკიცონ რაიმე.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც პატრიარქი რასაც გადაწყვეტს ბრმად არ დაეთანხმოს მრევლი.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის გაიდეალება არ მოხდება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც უვიცი ადამიანები აქსიომაზე არ შემედავებიან.

society

  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც ვისამე ლინჩის წესით გასამართლების სურვილი არ გაუჩნდებათ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ჰომოსექსუალობა პრობლემად არ აღიქმება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც სწორად ექნებათ გააზრებული რატომ არის საჭირო მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც ავტობუსის კონტროლიორებს შეურაცხყოფას არ მიაყენებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც მგზავრები მხოლოდ კონტროლიორის დანახვის დროს არ აიღებენ ბილეთს ავტობუსში.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ბნელი ადამიანების გამო, ID ბარათისა და პირად ნომერში 666-ს არ აკრძალავენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც შუქნიშანს დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ვიღაცის იდეალის კრიტიკულად მოხსენიების დროს ავის მსურველი არ ვიქნები.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც არაჰუმანური სურვილების მქონე ადამიანები ტოლერანტობას არ დაიბრალებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც მხოლოდ სოციალურ ქსელებზე არ გაპროტესტდება რაიმე მოვლენა, ფაქტი, გადაწყვეტილება რომელშიც ხელისუფლება იქნება დამნაშავე.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც მსგავსი თემები რითიც შევწუხდი განხილვის თემა არ იქნება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც მსგავსი პოსტები არ დაიწერება.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to ისეთ საზოგადოებაში, სადაც…

  1. tamojelia says:

    მე კი ამ წუთას ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება,სადაც დეისაძეს მწერლად აღიიქვამენ და არა გარყვნილ “პირუტყვად”,მიუხედავად იმისა,რომ მისი სიტყვაც კი არ ექნებათ წაკითხული.
    და მიხვდებიან იმას,რომ ყველა “დიდოსტატის მარჯვენას” ვერ/არ დაწერს.

  2. ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო სადაც თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არაა
    ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო სადაც ჩემი რადიკალური აზრი არ “ტეხავს”
    ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო სადაც დიპლომი არ იარსებებს
    ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო სადაც პროვინციალიზმი არ იარსებებს
    ჯერ ეს გამახსენდა და პერიოდულად შემოვამატებ:)

  3. MavieDupont says:

    ყოველთვის ვგიჟდებოდი შენს პოსტებზე : )))))

  4. gijmaj says:

    ვინ გაგაბრაზა? :))

    • ადო says:

      საზოგადოებამ😐

      • gijmaj says:

        შეიცვალე მოქმედების წრე. ისეთ ხალხთან გაამყარე ურთიერთობა რომელიც ნაკლებად შეგიზღუდავს თავისუფლებას და მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს

        • ადო says:

          ზოგადად საზოგადოებაზეა ეს პოსტი, გიჟმაჟ, და არა კონკრეტულ სამეგობრო სანაცნობო წრეზე :))) მე არავინ მიზღუდავს თავისუფლებას, ეს პოსტში არცაა ნახსენები.

  5. iset sazogadoebashi minda vicxovro, sadac konkretuli subieqtebis azrebi da ideebi mistvis utopiur sazogadoebastan dakavshirebit ertmanets ar gamoricxavs….(shen ggulisxmob ado)

  6. am bolo dros dzaan magizianebs immature xalxis radikaloba bundovani ideebisadmi…

  7. კარგი ბლოგი არის მე პირველად შემოვედი თუმცა ძალიან დამაინტერესა🙂. ამ პოსტის შესახებ კი გეტყვი რომ საკმაოდ კარგი არის , მაგრამ შესწორებას გავაკეთებ . აქ ეწერა: ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ჰომოსექსუალობა პრობლემად არ აღიქმება. გასაგებია ეს მეც ამავეს ვფიქრობ თუმცა ეს იმას არ გვეუბნება რომ ჰომოსექსუალებმა საზოგადოებაში იყვირონ მე პირდარასტი ვარო. არავინ უშლით მათ ჰომოსექსუალობას თუმცა ხალხში არ უნდა გამოვიდნენ ლოზუნგებით!🙂

  8. ეკა says:

    მეეც გეთანხმები სურვილებში. მხოლოდ ერთი-აი ეს კონტროლიორები სულ არ არის საჭირო. იყო ბატონო ტარიფი 20 თეთრი და არავინ ჩადიოდა გადაუხდელად. ეს ისე🙂 გააბოროტეს ხალხი…

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s