არა თეოკრატიას!


no to theocratyმოდი 17 მაისის მოვლენებს სხვა კუთხით შევხედოთ.  რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ლგბტ-ს განსხვავებულობა და მათზე ძალადობა, ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ყველას გვაქვს აქციის გამართვის უფლება და ადამიანები თანასწორი ვართ განურჩევლად  რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივიმდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

17 მაისის მოვლენები პირველ რიგში დასაგმობია და მეორეს მხრივ დამნაშავეები დასასჯელია მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა რელიგიური ინსტიტუტის მხრიდან სიძულვილის პროპაგანდა და პირდაპირმა ფიზიკურმა შეურაცხყოფებმა თავი იჩინა, იდეაში მშვიდობიანმა კონტრ აქციამ, რომელიც მშვიდობიანად უნდა ჩატარებულიყო და ამის კანონიერი უფლება თავისთავად მათაც ჰქონდათ. პასუხისმგებლობა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, რაც არ შეასრულეს. ცალსახა დასკვნა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენებაში მინიმუმ წყლის ჭავლს ვგულისხმობ აგრესორების დასაშლელად და კანონდამრღვევთა დაკავებას კვალზე. ეს კი მათ არ გამოიყენეს, ალბათ იმ უაზრო, მაგრამ პოლიტიკური გათველბის გამო, რომელიც ამომრჩეველს, ანუ მართლმადიდებელ მრევლს გააღიზიანებდა და უსაფრთხოების ვალდებულების მკაცრი გამოყენება ხმებს დააკარგვინებდა.

საზოგადოების გარდატეხისთვის საჭირო იყო ამ მოვლენების განვითარება. ერთხელ და სამუდამოთ უნდა გადაწყდეს დემოკრატიული ქვეყანა გვსურს, თუ თეოკრატიული. სწორედ ამჟამად არის პროცესები ამ არჩევანის გასაკეთებლად და საზოგადოებაში გაჩენილი ქიშპობა ჩვეულებრივი და მოსალოდნელი მოვლენაცაა.  ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ჩვენზეა დამოკიდებული რომელი სახელმწიფო მმართველობის ფორმა გვსურს – დემოკრატიული თუ თეოკრატიული. საქართველო ამჟამად თეოკრატიისკენ უფრო იხრება, რადგან საპატრიარქოს გავლენის ქვეშ უფრო უფრო მეტი “ბრმა” ადამიანია, რომლებიც გაუცნობიერებლად მიჰყვებიან მათი მისამართით გაკეთებულ ყველანაირ მოწოდებას. საზოგადოების მრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება, არ შეიძლება ყველა ერთ აზრზე იყოს, ბრბო გვეწოდოს და ვემორჩილებოდეთ ბრმად ისეთ მოწოდებებს, რაც ადამიანის სიძულვილისკენა და მკვლელობისკენ უბიძგებს. afghanistan and iran

ასეთი შედეგები თეოკრატიისკენ მიგვიყვანს, რომელი წყობაც ამჟამად ირანშია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანშიც არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვისაც არ სურს თეოკრატიული წყობა, მაგრამ უკვე უძლურნი არიან. ზუსტად ამ საფრთხის შესახებ მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა, რომელიც ძალიან მალე გვემუქრება, თუ ბრმად ვენდეთ სიძულვილით აღსავსე მოძღვრებს. მართლმადიდებლობა სულაც არ ქადაგებს სიძულვილს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ძალადობას, პირიქით სიყვარულს, პატიებას და განკითხვის დაუშვებლობისკენ მოგვიწოდებს.

ამიტომ, ერო ჩემო, გამოფხიზლდი და თქვი არა რუსეთის მიერ ინსპინირებულ თეოკრატიაზე, თუ არ გსურს შავ-თეთრი ცხოვრება და განუკითხაობა დამყარდეს ქვეყანაში, რომლის ლობირებასაც მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია მოახდენს და მოგვიმწყვდევს უკანონობაში. “კანონი” კი მხოლოდ აგრესიული მოძღვრების იდეოლოგიის მატარებელი იქნება არამხოლოდ რელიგიურ ჩარჩოებში, რომელიც სავარაუდოდ უფრო მეტი აგრესიისკენ მოგვმართავს თავისი იდეოლოგიის გასატარებლად. დღეს ლგბტ-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ და ჩაქოლავენ, ხვალ სხვა ინსტიტუციებს მოარღვევენ და ზეგ სახლებშიც შემოიჭყიტებიან და რაიმე შეუფერებლობისთვის ჩამოგვახრჩობენ.

შემოუერთდი აქციას 24 მაისს 19:00 საათზე დედაენის ბაღში და ერთად ვთქვათ არა თეოკრატიაზე! გაემიჯნე ფუნდამენტალისტებს და იყავი ტოლერანტული!

ბონუსად გიტოვებთ ვიდეოს მეტი თვალსაჩინოებითვის, რაც შეიძლება ვიწვნიოთ უგუნურობით:

პატივისცემით ადო!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to არა თეოკრატიას!

  1. anna says:

    chemi azrit,yvela adamians upleba aqvs icxovros ise rogorc unda,me magalitad ar momwons gansxvavebuli orientaciis mqone adamianebi,magram chemi saqme araa mati cxovreba,tumca dzaladobas yvelanairad vewinaagmdegebi,aravis araqvs upleba idzalados ertmanteze imis gamo rom gay-a an lesboseli :))

  2. Anonymous says:

    aqamde v e r da exla ukve v e R a r CamogaxrCoben.🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s